"საქართველო "
# 3
5 მარტი, 2002 წელი

გამოძიებას ორგანიზმში ალკოჰოლის ან ნარკოტიკის შემცველობაც აინტერესებს

უშიშროების საბჭოს მდივნის ნუგზარ საჯაიას სხეულზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა მხოლოდ მას შემდეგ დაიწერება, როცა ჩატარდება ქიმიური და ბიოლოგიური ექსპერტიზა. ამის შესახებ გეა-ს კორესპონდენტს საქართველოს სახელმწიფო სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ცენტრის უფროსმა ლევან ჩაჩუამ აცნობა. ქიმიური და ბიოლოგიური ექსპერტიზა აუცილებელია, რათა დადგინდეს, იყო თუ არა საჯაიას ორგანიზმში ალკოჰოლური ან ნარკოტიკული ნივთიერებები, რაც გამოძიებას აინტერესებს.

ნუგზარ საჯაიამ 25 თებერვალს საკუთარ კაბინეტში მოიკლა თავი. ამასთან დაკავშირებით გენერალურმა პროკურატურამ აღძრა სისხლის სამართლის საქმე მუხლით "თვითმკვლელობამდე მიყვანა".



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2002

მოგვწერეთ opentext@flashmail.com