|
"საქართველო "
კოლონიაში შიდსიანი ქალები არ არიან
ქალთა კოლონიის პატიმარ ქალებს !აივ ინფექცია! შიდსი არ აღმოაჩნდათ. ამის შესახებ იუსტიციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის მთავარმა ეპიდემიოლოგმა კონსტანტინე ტურაშვილმა განაცხადა. იუსტიციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის და შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის თანამშრომლებმა გასულ კვირას შეამოწმეს კოლონიაში მყოფი 140 ქალი !აივ ინფექციაზე! შიდსზე. ტურაშვილის ინფორმაციით, შემოწმება უფასო ღონისძიებაა და ტარდება შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის პროგრამის ფარგლებში. მისი თქმით, შემდეგი გამოკვლევა მარტის თვიდან ერთი კვირის მანძილზე ჩატარდება გეგუთის სასჯელის ასრულების დაწესებულებაში და ქუთაისის საპყრობილეში. დღეისათვის საქართველოს სასჯელის აღსრულების ადგილებში შიდსით დაავადებულია 9 ადამიანი, რომელთაგან ერთია ქალია. !აივ ინფექცია! შიდსზე შემოწმება უკვე ჩატარდა მეხუთე საპყრობილეში, სადაც 340 პატიმრიდან ინფიცირებული აღმოჩნდა ერთი.
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |