|
"საქართველო "
თევდორაძემ პროკურატურას კაკუბავას ინფორმაციის წყარო დაუსახელა
პარლამენტის წევრის ელენე თევდორაძისთვის ცნობილია, რომ დეპუტატმა ბორის კაკუბავამ მთელი თავისი ინფორმაცია გარდაცვლილი ნუგზარ საჯაიასა და დაზვერვის დეპარტამენტის თავმჯდომარის ავთანდილ იოსელიანის შესახებ თავისუფლების აღკვეთის ადგილებიდან მიიღო. თევდორაძე უარს ამბობს იმ პირების დასახელებაზე, ვინც კაკუბავას ინფორმაციით ამარაგებდა, მაგრამ აღნიშნა, რომ მზად არის შესაბამისი ჩვენებები მისცეს პროკურატურას. პროკურატურის გამომძიებლები უკვე იმყოფებოდნენ თევდორაძესთან, სადაც დეპუტატმა მათ ზეპირად გადასცა მის ხელთ არსებული ინფორმაცია. 27 თებერვალს იგი აპირებს იგივეს განმეორებას წერილობითი ფორმით.
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |