|
"საქართველო "
ჯავახეთში პრობლემა მუდმივად იქნება, სანამ რუსეთის სამხედრო ბაზა არ წავა
"სამცხე-ჯავახეთში არის რამდენიმე მარგინალი, რომლებიც ექსტრემისტული მოთხოვნებით გამოდიან", - აცხადებს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია. მისი თქმით, ჯავახეთში პრობლემა მუდმივად იქნება, სანამ რეგიონში იარსებებს რუსეთის სამხედრო ბაზა. "ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იქ დასაქმებულ 3000 ადამიანზე. უნდა შევქმნათ ალტერნატიული დასაქმების გზები", - აღნიშნა მან. იგი გამოვიდა წინადადებით, რომ ამ საკითხზე ჩატარდეს სპეციალური სხდომა, სადაც მოწვეული იქნებიან ახალქალაქის საკრებულოს წევრები, ყველა დაინტერესებული უწყება.
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |