"საქართველო "
# 4 (1776)
2 აპრილი, 2002 წელი

"ზვიადის პარლამენტის" მიღწევები

საქართველოს უზენაესმა საბჭომ, რომელსაც ხალხმა "ზვიადის პარლამენტი" უწოდა, თავისი 14 თვის არსებობის მანძილზე საქართველოს სამი ისტორიული ღვაწლი დასდო. პირველი. მან გააუქმა რუსი ბოლშევიკი ოკუპანტების მიერ გამოგონილი და შექმნილი "სამხრეთ ოსეთი", რომელიც საქართველოს ტერიტორიის მიტაცებისათვის იყო განკუთვნილი სამომავლოდ. მეორე. ჩაატარა საერთო-სახალხო რეფერენდუმი, რომელშიც საქართველოს მოსახლეობის თითქმის ასმა პროცენტმა ხმა მისცა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას. მესამე. მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. მოსკოვის მიერ მართულმა ხროვამ, რომელიც საქართველოს უკვე ათი წელია მართავს, ამ სამ ისტორიულ მონაპოვარს ძვრა ვერ უყო, თუმცა ძალიან ცდილობს, რომ შეძრას - ერთი მაინც. მას იმედიც და დავალებაც აქვს, რომ ამ ამოცანის გადაჭრა მოასწროს მის ხელთ (მისი აზრით) ჯერ კიდევ დარჩენილ სახელისუფლებო ვადაში. მან ეს ვერ უნდა შეძლოს! ეს საქართველოს ყველა მამულიშვილის წმიდათაწმიდა მოვალეობაა.



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2002

მოგვწერეთ opentext@flashmail.com