|
"საქართველო "
ფოლადისა და მეგობრობის პოლიტიკა
შეერთებული შტატების მიერ ამ ცოტა ხნის წინ დაწესებული პროტექციონისტური ტარიფები ფოლადის იმპორტზე ყველა ქვეყანას თანასწორად არ შეეხო. სიახლე შედარებით მტკივნეულად მოჰხვდა ყველაზე დიდ მეწარმეებსა და კონკურენტებს დღეს და მომავალში: გერმანულ, ფრანგულ და ინგლისურ კომპანიებს, აგრეთვე იაპონელებსა და სამხრეთ კორეელებს. ყველაზე ნაკლებად შეეხო არგენტინას, თაილანდს და სამხრეთ აფრიკას. კანადას და მექსიკას სანქციები სულაც არ შეეხო. რუსეთს ეს სიახლე ნაკლებად, მაგრამ მაინც შეეხო. ეს პროტექციონისტური ნაბიჯი - ფოლადის იმპორტის შეზღუდვა საგადასახადო ტარიფების გზით - შეერთებული შტატების მეტალურგიის დაცვისკენ მიმართული მკვეთრი ღონისძიებაა. ამავე დროს, ამერიკელთა განსხვავებული პოლიტიკა სხვადასხვა ქვეყნებისადმი იმას მეტყველებს, რომ რეალური ეკონომიკური პოლიტიკა ამერიკული მრეწველობის პრაქტიკულ ინტერესებზეა აგებული უფრო მეტად, ვიდრე "მეზობლობისა" და "მოკავშირეების" მოტივებზე.
("ინტერნეიშენელ ჰერალდ ტრიბუნი")
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |