|
"საქართველო "
ადამიანთა მოდგმის გენეტიკა
"ინტერნეიშენელ ჰერალდ ტრიბუნის" ცნობით, ერთ-ერთმა ამერიკელმა მეცნიერმა (თემპლატორ) წამოაყენა ჰიპოთეზა, რომ აფრიკის მოსახლეობა (საიდანაც, როგორც ითვლება, ადამიანი შესულია ევროპასა და აზიაში) ევროპის მოსახლეობასთან კავშირს აგრძელებდა დიდი მიგრაციის პროცესთა გარეშეც. ერთი ასეთი დიდი მიგრაცია, მისი ანგარიშით, მომხდარია დაახლოებით 500 ათასი წლის წინათ, მეორე - 100 ათასი წლის წინათ. წინააღმდეგ გავრცელებული აზრისა, მკვლევარი ასკვნის, რომ ახალ ტალღას მთლიანად არ განუდევნია მიგრანტთა ძველი ტალღა, არამედ მათ შორის შერევა მომხდარა. აი, სახე, რომელიც ნახევრად ნეანდერთალურია, ნახევრად თანამედროვე. მასში შეგიძლიათ ევოლუციის მიმართულება დაინახოთ.
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |