"საქართველო "
# 4 (1776)
2 აპრილი, 2002 წელი

იენგ სარის ბედი

დღეს ბევრმა აღარ იცის, ვინ იყვნენ "წითელი ქხმერები", რომელთა ოთხწლიანმა მმართველობამ (1975-79) პატარა კამბოჯაში 1,7 მილიონი ადამიანი გაწყვიტა. მათი ლიდერი პოლ პოტი მოკვდა ჯუნგლებში მალვის დროს, მეორე პირი - იენგ სარი - არხეინად ცხოვრობს დედაქალაქ პნომპენში 12-ოთახიან სახლში და მას პატივს სცემენ. ბევრი ყოფილი "წითელი ქხმერი" მშვიდი სამოქალაქო პირია, ბევრი არმიაშია, ბევრი ემიგრაციაშია. დღევანდელი მმართველი ჰუნ სენი ყოფილი ოფიცერია ამ რეჟიმისა. სასამართლო დევნის არდაწყებას ამ დამნაშავეთა მიმართ იგი იმით ამართლებს, რომ ამან შეიძლება ახალი სამოქალაქო ომი გამოიწვიოს. მეფეს ნოროდომ სიანუკს გამოცხადებული აქვს ტრიბუნალის შექმნის გეგმა, მაგრამ "სამართლის აღსრულების დრო" ჯერ ვერ დადგა. ყოველივე ეს ბადებს კითხვას: ხომ არ იყო ხალხი ან მისი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი იმ სისხლიანი რეჟიმის მომხრე?



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2002

მოგვწერეთ opentext@flashmail.com