|
"საქართველო "
აფრიკის დიდ მაიმუნებს საფრთხე ელით ირმა ჩაიტაია
უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ დიდ მაიმუნებს და პატარა მაიმუნებს ინგლისურ ენაში სხვადასხვა სახელი აქვთ. პირველნი არიან აპეს, მეორენი - მონკეყს. მეორეებისას ვერაფერს მოგახსენებთ, პირველებს კი აფრიკაში, თურმე, სამკვდრო-სასიცოცხლო საფრთხე ელით. მიზეზია ე. წ. "ადამიანური ფაქტორი": ნადირობა, რეწვა, ზოოპარკებისთვის დატყვევება და ა. შ. წარმოიდგინეთ, რომ ზოგი ადგილობრივი ეთნოსი (ნუ ვიტყვით - ტომი) ჩვენი ამ გარეთა ბიძაშვილების ხორცს შეექცევა და რომ მხოლოდ იაუნდის ოთხ ბაზარზე ყოველთვიურად 90 ტონა ადამიანისებრი მაიმუნის ხორცი იყიდება! კამერუნში ოფიციალური და სამთავრობო მიღების სტუმრები თავს შეურაცხყოფილად ჩათვლიან, თუ, როგორც მინიმუმი, გორილას ხორცი არ მიართვეს. დიდი გორილა საშუალოდ 60 დოლარი ღირს. მხოლოდ კამერუნის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში ამ წესით წლიურად 800 გორილა ნადგურდება. ცივილიზებული დასავლეთის ორადორი ზემოქმედების ბერკეტი - ეკონომიკური დაინტერესება და ეკონომიკური სანქციების მუქარა - ჯერჯერობით უძლურია დაძლიოს კამერუნის ხელისუფალთა გულგრილობა ამ ორფეხთა თუ თითქმის ორფეხთა გადარჩენის კეთილშობილური ამოცანისადმი.
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |