|
"საქართველო "
ვის და რატომ აღელვებს სტილისტ საშას ორსქესიანობა?! ნიკოლოზ იოსებიძე
მაპატიოს ყველა ჰომოსექსუალისტმა, ანუ, როგორც ხალხში "მოფერებით" ეძახიან- პედერასტმა, მაგრამ მე რომ ამ საკითხზე ჩემი აზრი არ გამოვთქვა, საიქიოში დარდად წამყვება. არსებობს კატეგორია ადამიანებისა, რომლებიც კაცობრიობის ინტერესებს, ბუნებრივ კანონზომიერებას თავიანთ ხუშტურს უმორჩილებენ და არად დაგიდევენ ზნეობრიობას, მაგრამ, ჩემის აზრით, ზნეობის დამთრგუნველთა საწინააღმდეგოდ თუ ჩვენ ჩვენი სიტყვა არ ვთქვით, საქართველო დღეს-ხვალ აღარ იარსებებს და თუ იარსებებს, იქნება პედერასტებისა და ბოზების ქვეყანა! კი, ბატონო, არსებობენ ღმერთისგან თუ ეშმასგან დასჯილი არსებები, რომლებსაც ბოლომდე არა აქვთ გარკვეული თავიანთი სქესი, მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ იმ ნაძირალებმა ყველა ნაძირალად აქციონ? მკითხველი გაოცდება ალბათ (განსაკუთრებით გაურკვეველი სქესის წარმომადგენლები) ავტორის მკაცრი ტონით, მაგრამ ავტორს წარმოდგენილი აქვს საქართველოს ხვალინდელი დღე, რომ ხვალ-ზეგ მამაკაცი ანუ უბრალოდ რომ ვთქვათ, მამრი აღარ გვეყოლება ერთი უბრალო მიზეზის გამო - დღეს არსებული ჰომოსექსუალისტები, განსაკუთრებით "ცნობილი" პედერასტები გარდა იმისა, რომ ითრევენ და აუპატიურებენ მცირეწლოვან ბიჭებს, აგიტაციასაც უწევენ ამ ბინძურ "საქმიანობას"! გესმით, ხალხო, რა ხდება?! ჩემს ბიჭობაში თბილისში 4-5 ცისფერი იყო და ყველას გვარ-სახელები ვიცოდით. ესენი, რა თქმა უნდა, ის პიროვნებები იყვნენ, რომლებიც ვეღარ მალავდნენ თავიანთ ორიენტაციას, მაგრამ არავის მოუწოდებდნენ ცისფერობისკენ. ჯერ კიდევ კომუნისტების ბატონობის პერიოდში თბილისის შემოგარენის ერთ-ერთ უბანში საშინელი სიბილწე მოხდა: 26 წლის ვაჟმა თავის სამუშაო ადგილზე შეიტყუა 11 წლის ბიჭი და გააუპატიურა. ბავშვი მორალურად განადგურებული მივიდა სახლში და მომხდარის შესახებ მშობლებს უთხრა. მშობლებმა სასწრაფოდ შეატყობინეს მილიციას და ის მოძალადე ნაძირალა დააჭერინეს, მაგრამ ეს ამბავი ამით როდი დამთავრდა. უბანმა ყველაფერი შეიტყო და მტრისას, რაც მაშინ იქ დატრიალდა! აბობოქრებული ხალხი შეცვივდა მილიციის სამორიგეოში, გატეხეს საკანი, წაიყვანეს პატიმარი და თავიანთი უბნის ცენტრში წიხლებით, ქვებით და ხელკეტებით ცოფიანი ძაღლივით მოკლეს. როდესაც იმ ნაძირალას დასაფლავების დღე დადგა, ერთხელ კიდევ აბობოქრდა უბანი და დაღუპულის მშობლებს უფლება არ მისცეს მიცვალებულის სასაფლაოზე დასაფლავებისა. რას იზამდნენ უბედური მშობლები? - საკუთარ ეზოში დაასაფლავეს და მე მგონი, იმ დღეს თვითონაც ცოცხლად დასაფლავდნენ, რადგან იმ ოჯახს ადამიანებად აღარ თვლიდნენ. რა თქმა უნდა, ასეთი საქციელი ბარბაროსობაა, მაგრამ იმგვარ პირუტყვს სიბილწე ერთხელ თუ აპატიე, მეორედ და მესამედაც ჩაიდენს, თუ მეტჯერ არა. ჩემი აზრით, ყველა მსგავსი საქციელის ჩამდენი უნდა დაისაჯოს, ოღონდ ზემოთ აღწერილი მეთოდებით კი არა, ცივილურად, ისე, როგორც უამრავ ქვეყანაში დღემდეა მიღებული. როგორც წესი, ჰომოსექსუალისტებს, ნარკომანებსა და ლოთებს მედიცინის მუშაკები ავადმყოფებად თვლიან და ამის გამო არავის აქვს უფლება ამ კატეგორიის არსებები სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს, თორემ... ისინი იზოლირებულნი უნდა იქნან. ცოფიანი ძაღლიც ავადმყოფია, მაგრამ თუ არ გააუვნებელჰყავი, ასობით ადამიანს გაისტუმრებს გაღმა! "არ მრცხვენია, რომ ბისექსუალი ვარ!" - ამ სათაურით 2001 წლის ჟურნალ "გზის" #40-ში დაიბეჭდა ინტერვიუ ვინმე საშა სომხიშვილთან. დღევანდელ პირობებში თითქოს ასაღელვებელი და დასაფიქრებელიც არაფერი არ არის იმ ფონზე, რაც დღევანდელ უზნეობის ბუდედ ქცეულ თბილისში ხდება, მაგრამ მე მგონია, რომ ამ ინტერვიუს რესპოდენტიც, კორესპონდენტიც და ჟურნალის რედაქტორიც სასტიკად სცოდავენ ღმერთის, ხალხის და ქართველი წმინდანების წინაშე. ხალხო, რას შვებით, რას?! ის, რომ საშა სომხიშვილს არ რცხვენია თავისი ორსქესიანობა (უფრო სწორად - გაურკვეველსქესიანობა), ეს საზოგადოებისთვის რა დიდი შეღავათია?! იმის მაგიერ, რომ დიდი და პატარა ბოლომდე პირქვედამხობილი ქვეყნის ფეხზე წამოსაყენებლად დაირაზმოს: როგორმე მატერიალური დოვლათი შევქმნათ, იქნებ ხალხი დავასაქმოთ, მივცეთ ჩვენს ცოცხლად დასამარებულ საზოგადოებას ადამიანური ცხოვრების საშუალება - ხელფასები, პენსიები და არა სასჯელის უმაღლესი ზომა 14 ლარი პენსიის სახით, რაებს წერთ, რაზე ხარჯავთ ქაღალდს, დროსა და ენერგიას? იმაზე, რომ ვიღაც საშას ქალობაც შეუძლია და კაცობაც?! მე მინდა ქვემოთ მოვიყვანო ამ ინტერვიუს ზოგიერთი პუნქტი, რათა მკითხველს წარმოდგენა ჰქონდეს, თუ რამ ამაღელვა სამოცს კაი ხნის წინ გადაცილებული კაცი. თანაც დღეს ცოტა ვინმე თუ ყიდულობს ჟურნალ-გაზეთებს და შეიძლება წაკითხულიც არ ჰქონდეს. მაშ ასე, მოგვყავს ინტერვიუს ზოგიერთი პუნქტი: "- საკმაოდ ცნობილი სტილისტი ხარ (რატომღაც პარიკმახერს არ უწოდებს თავის მომხიბლავ რესპონდენტს). ისევე, როგორც ყველა პოპულარულ ადამიანზე, შენზეც ჭორაობენ, რომ გეი ხარ (როგორც ჩანს, პედერასტი მოფერებით გეისაც ნიშნავს). - არ ჭორაობენ - მე არ ვმალავ, რომ სიყვარულის ნებისმიერ ფორმას ვაღიარებ. მომწონს ქალებიც და კაცებიც. ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ" (ფუი ეშმაკს! ფუი ეშმაკს!). გეი ასე იშიფრება: გაიცანით, ეს იმნაირია! ან ასე: გარეწარია, ერიდეთ, ინანებთ! სხვათაშორის, გარკვეული წლების წინ "იმნაირი" შეურაცხმყოფელი სიტყვა იყო და ნიშნავდა ბოზსაც და პედერასტსაც. იმნაირი, ანუ პედერასტი ყოველთვის სირცხვილი იყო. დღეს რატომ არ არის სირცხვილი? იქნებ თქვათ, დემოკრატიააო. ხალხო, გაიგეთ! დემოკრატია უსირცხვილობა კი არა, კანონის უზენაესობაა და მეტი არაფერი. იმის გამო, რომ ჩვენში კანონი არ არსებობს და, ვისაც რა უნდა, იმას სჩადის, ეს დემოკრატიაა?! "- როდის აღმოაჩინე, რომ მამაკაცები უფრო მოგწონდა? - პატარა ვიყავი, როცა ბიძაჩემმა რაღაც კასეტები მოიტანა. სახლში მარტო დარჩენილმა ამ კასეტების ნახვა გადავწყვიტე. აღმოჩნდა, რომ ეს იყო წმინდა წყლის "პორნო". ჩემი თავი იმაში დავიჭირე, რომ მამაკაცების ქცევა, აღნაგობა და ხმა უფრო აღმაგზნებდა. გავიდა ხანი. 16 წლის ვიყავი, აპრილის ერთ მზიან დღეს დამირეკა ქართველმა მეგობარმა - ამანათი მომივიდა, გამოდი, დავლიოთო. რომ მივედი, იქ სხვებიც დამხვდნენ. დავთვერით და... მერე აღარაფერი მახსოვს. აზრზე დილით მოვედი. ყველაფერი აღვიდგინე მეხსიერებაში, იქიდან გამოვიპარე და განადგურებული მოვდიოდი: "ნუთუ მეც მათ სიაში ჩავეწერე?" - ვფიქრობდი და სიცოცხლე აღარ მინდოდა. კარგა ხანს დეპრესიაში ვიყავი... მერე ჩავაბარე მუსიკალურ აკადემიაში. მოგეხსენებათ, ხელოვანი ხალხის ცხოვრება როგორია. მივიხედ-მოვიხედე და აღმოჩნდა, რომ ჩემს გარშემო ჩემნაირი ბლომადაა!".. გაიგეთ, ხალხო, რაებს მიქარავს საშა?! გამოდის, რომ ხელოვნების დარგში დაახლოებით ნახევარი მაინც საშასნაირია. ეს ხომ აშკარა შეურაცხყოფაა ამ დარგის წარმომადგენლებისა! მე, როგორც მუსიკოსის შვილი, იმდენ გინებას ვუგზავნი ნახევრად საშას და ნახევრად... მთელ მის საგვარეულოს ეყოფა... ხუთი შვილის პატრონი მამაჩემი კაცობის განსახიერება იყო და რასაც საშა სჩადის, იმ საქციელზე სიტყვაც არ წამოსცდებოდა სიბილწის გამო. "- შენმა შვილმა დანიმ რომ შენნაირი ცხოვრების წესი აირჩიოს? - არა, ეს არ უნდა მოხდეს. მე ამის წინააღმდეგი ვარ, თუმცა, თუ ერთ მშვენიერ დღეს განმიცხადებს, რომ მას მამაკაცები უფრო მოსწონს, ცემა-ტყეპას არ დავუწყებ, რადგან ყველა ადამიანს უფლება აქვს, იცხოვროს ისე, როგორც სურს..." აი, ჩემო ძვირფასო მკითხველო, რისკენ მოუწოდებენ ჩვენს ისედაც თავგზააბნეულ, უმიზნოდ მცხოვრებ, ლოთობისა და ნარკომანიისაკენ მიდრეკილ ახალგაზრდობას!.. ეს ხომ აშკარა დანაშაულია, ეს ხომ აგიტაციის ტოლფასი თქმაა - "ყველა ადამიანს უფლება აქვს იცხოვროს ისე, როგორც სურს!.." თითქოს იმაზე იყოს საუბარი, ვისაც უნდა - ისწავლოს, ვისაც უნდა - სოფლის მეურნეობას მოჰკიდოს ხელიო და ა.შ. ე.ი. იმდენად გაუბრალოებულია მისი ბილწი საქციელი, რომ არც თვითონ მიაჩნია არაფრად, არც შვილის მომავალზე ზრუნავს და სხვები ხომ საერთოდ ფეხებზე ჰკიდია. "- თუ გყავს მუდმივი მეგობარი ქალი ან მამაკაცი? - არა, ერთხელ შემიყვარდა ადამიანი და ის ჩემი ცოლი გახდა. ჩემმა მეუღლემ იცის, რომ ჰომოსექსუალისტი ვარ, მაგრამ ეს მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს და არც მე ვარ წინააღმდეგი, რომ მან სხვა მამაკაცთან ან ქალთან იმეგობროს" აი, როგორი არ უნდა იყოს ოჯახი, რომლითაც თავი მოაქვს საშას (მომკალით და კარგად შეურჩევიათ სახელი, საშა ქალებსაც ჰქვიათ და კაცებსაც). "- როგორი მამაკაცები მოგწონს? - უფრო ღონიერ და ვაჟკაცურ მამაკაცებს ვამჯობინებ. მაღალი, სწორფეხებიანი, ლამაზი საჯდომითა და კოხტა თეძოებით"... შენს დამბადებელ-გამზრდელს რა ვუთხარი მე! განა შიშველ ქალზე ლამაზი არსება დადის დედამიწის ზურგზე! კაცების თეძოებს რას ათვალიერებ?! გახადე ერთხელ შენს ცოლს და კარგად დაათვალიერე, ნახე, რა სილამაზეს არიდებ თვალს და რა სიბილწეს ჩმახავ. "- რას შეცვლიდი შენს ცხოვრებაში, ამის შანსი რომ გქონდეს? - არაფერს. მე ვთვლი, რომ სწორად ვცხოვრობ. ადამიანთა უმეტესობას რომ შეხედავ, ქალი ქალია, კაცი - კაცი, მე კი ორივე ვარ. ჩემნაირ ადამიანებს განსხვავებული ხედვა აქვთ, ამიტომ არის, რომ შოუ-ბიზნესი იქნება თუ სხვა სფერო, ჩემნაირი ადამიანები დიდ წარმატებებს აღწევენ. მე პირადად თვეში 2000-დან 3000-მდე ლარს ვშოულობ..." ოჰ, როგორ მოუხდებოდა აქ ერთი ასეთი ლოზუნგი: "გინდათ წარმატებებს მიაღწიოთ ყველა სფეროში? - გაპედერასტიდით!" ერთი სიტყვით, ქალ-ვაჟბატონი საშიკო ყველას მოგვიწოდებს გაცისფერებისაკენ, მე კი ცისფერი აღარც ფიროსმანის დახატული ცა მომწონს - ასე მგონია, იქიდანაც საშიკო-მაშიკოები გამოფრინდებიან-მეთქი! "- რაზე ოცნებობ? - მინდა თბილისში ჩამოვაყალიბო გეი-კლუბი, რომელსაც "საშას კლუბი" ერქმევა და ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის ჰეტეროსექსუალებსაც შეეძლებათ მისვლა. ამას დიდი თანხა და "კრიშა" სჭირდება. - მერე საიდან? - ახლახან ისრაელიდან მეგობარი ჩამომივიდა, რომელსაც ბევრი ფული აქვს. "კრიშის" მოძებნა კი არ გამიჭირდება, საკმაოდ ბევრი გავლენიანი ახლობელი მყავს. ეს ერთგვარი ბიზნესიც იქნება. თანაც გეების უმრავლესობა ქუჩაში ყრია, ცირკთან დგას და მოუწესრიგებელ ცხოვრებას ეწევა. ამ კლუბში კი მათ შესაძლებლობა ექნებათ ნორმალურად გაატარონ დრო. მე ბევრ მათგანს ვიცნობ და ასე ვთქვათ, მათი "პაპულიჩკა" ვარ"... რაღა გვიჭირს?! ეს კლუბი თუ გაიხსნა, ქვეყანაფეხზე წამოდგება, პედერასტები დასაქმდებიან და შემოსავლით ბიუჯეტი შეივსება. მე მინდა საშას შევახსენო, კლუბში თავისი მშობლების, მეუღლის და სხვა სისხლით ნათესავების დასაქმება არ დაავიწყდეს. იმიტომ მიდის ქვეყნის საქმე უკანალისკენ, რომ ჩვენი მამაკაცების გარკვეული ნაწილი საშას ცხოვრებით ცხოვრობს. თქვენი არ ვიცი და მე დარწმუნებული ვარ, რომ თუ ცოტა ხანში ბოლო არ მოეღება იმ გათახსირებულობას, რაც ზემოთ მოგახსენეთ და რის გამოც წერის დროს უკვე მესამედ ამერია გული - სოდომისა და გომორის ბედი არ აგვცდება.
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |