|
"საქართველო "
როგორ გავიხანგრძლივოთ სიცოცხლე?!
გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი, საჭმლის მომნელებელი, შარდ-სასქესო, ნერვული, ენდოკრინული და სხვა სისტემების დაავადებების ვერანაირი მკურნალობა ვერ მოგვცემს სრული განკურნების გარანტიას, თუკი არ მოხდა გაწმენდის გზით ორგანიზმის გათავისუფლება ყოველგვარი იმ მავნე ნივთიერებისაგან, რაც როგორც ჯართი, ისე დაგროვდა მასში წლების განმავლობაში. ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების გაწმენდა აუცილებლად უნდა დავიწყოთ მხოლოდ მსხვილი ნაწლავის გაწმენდის შემდეგ. თუკი ასე არ მოვიქცევით, მაშინ წმენდა ყოველგვარ აზრს კარგავს. გავწმენდთ ღვიძლს, ნაღვლის ბუშტს, მაგრამ ცოტა ხანში გაუწმენდავი მსხვილი ნაწლავიდან წამოსული ჭუჭყი სწრაფად დაანაგვიანებს ისევ მათ. ამიტომ ჯერ შემოგთავაზებთ მსხვილი ნაწლავის გაწმენდის ორ მარტივ მეთოდს. - გაწმენდა ვაშლის საშუალებით. ყოველდღე 1 თვის განმავლობაში გავხეხოთ და შევჭამოთ უზმოზე 2-3 ვაშლი. მეორე თვეს იგივე გავიმეოროთ დღეგამოშვებით. ყველა შემთხვევაში საკვები უნდა მივირთვათ ვაშლის მიღებიდან 3 საათის გავლის შემდეგ. გაწმენდა ასკილით. ასკილის გამშრალ ნაყოფს კარგად დავფქვავთ, შემდეგ დავაორთქლებთ და ვღებულობთ ღამით, ვახშმიდან 2-3 საათის შემდეგ ნახევარი ჩაის კოვზის ოდენობით. წმენდის ხანგრძლივობაა ერთი თვე. თითქმის არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი წესრიგში ჰქონდეს. ამის ნიშნებია: ადამიანი გაღიზიანებულია, ხშირად აქვს თავის ტკივილები, წნევა, წარმოიქმნება სტენოკარდია, ტკივილი მუხლის სახსრებში, წელში და სასქესო ორგანოებში, თვალები ჩქარა ეღლება, აქვს უძლურების შეგრძნება, ხშირი თავბრუხვევა, გრძნობს ფეხების და კუნთების სისუსტეს, კუჭ-ნაწლავის მუშაობა დარღვეულია, საჭმლის გადამუშავების უნარი დაქვეითებული, გულისრევის შეგრძნება, კანის სიფერმკრთალე და სხვა. ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის და სანაღვლე გზების გაწმენდის შინაარსი მდგომარეობს იმაში, რომ მათში დაგროვილი "სიმდიდრე" გადავდენოთ ნაწლავებში, საიდანაც შემდეგ გარეთ გამოიყოფა.
მეთოდი #1 - ე. წ. "სწრაფი მეთოდი". გაწმენდამდე 10 დღით ადრე გადავდივართ ვეგეტარიანულ (უხორცო) კვებაზე, სასურველია, გაწმენდამდე 3-4 დღით ადრე დავლიოთ დიდი ოდენობით ახალგაწრურული წვენები (ჭარხალი + ვაშლი 1:5 თანაფარდობით). გაწმენდის პროცედურას შევუდგეთ საღამოს 19-20 საათიდან. იმ დღეს, დილით, ტუალეტის შემდეგ გავიკეთოთ გამწმენდი ოყნა. მთელი დღის განმავლობაში უნდა დავლიოთ ახალგამზადებული სტაფილოს წვენი, ან სტაფილო-ვაშლის წვენი ან ჭარხალი-სტაფილოს წვენი. თუ შიმშილმა შეგაწუხათ - შეიძლება მსუბუქად უხორცო საუზმის მიღება. საუზმის მიღებიდან 1-2 საათის შემდეგ ღვიძლის არეში დავიდოთ თბილი "გრელკა" და ამ სათბუნებლით ვიაროთ 19-20 საათამდე. 19-20 საათზე 200 გ ზეითუნის ზეთი და 200 გ ლიმონის წვენი შევათბოთ 40 გრადუს ტემპერატურამდე. დავლიოთ ყლუპებით: ვსვამთ 1-2 ყლუპ ზეითუნის ზეთს და ვაყოლებთ იგივე რაოდენობის ლიმონის წვენს, ასე ბოლომდე. თუ გულისრევა გვაქვს, შევისვენოთ 15-20 წუთი და შემდეგ გავაგრძელოთ პროცედურა. ზეთის და წვენის მიღების შემდეგ შეგვიძლია დავიძინოთ მარცხენა გვერდზე. სასურველია, თუ მთელი ღამის განმავლობაში ღვიძლის არეზე თბილი "გრელკა" გვექნება დადებული. მოსალოდნელი შედეგები: დაახლოებით ღამის 11 საათზე ან უფრო გვიან (შეიძლება მეორე საღამომდე) იწყება ე. წ. ქვების, ღვიძლსა და ნაღვლის ბუშტში დაგროვილი მთელი ჭუჭყის გამოსვლა ორგანიზმიდან. განავალთან ერთად გამოდის პლასტელინის მსგავსი მწვანე და შავი ქვები, ქოლესტერინის წარმონაქმნები, მკვდარი ლორწოვანა, მაზუთის მსგავსი ნაღველი და სხვა მრავალი პათოლოგიური წარმონაქმნები. შეიძლება ადგილი ჰქონდეს გაწმენდით კრიზისულ მოვლენებს (საერთო სისუსტე, თავბრუხვევა და ა. შ.), რაც კანონზომიერია. ნურაფრის ნუ შეგეშინდებათ, ცოტა ხანში ყველაფერი კალაპოტში ჩადგება. მეორე დღეს, დილით, ტუალეტის შემდეგ გავიკეთოთ გამწმენდი ოყნა. პირველი საკვები, სასურველია, შედგებოდეს წვენებისაგან (სტაფილოს, ჭარხალი-ვაშლის 1:5). როცა მოგვშივდება, შეგვიძლია მივიღოთ სალათები, მოშუშული ბოსტნეული, ფაფები წყალზე. ასე ვიკვებოთ 2-3 დღე. თუკი მე-3, მე-4 დღეს ღვიძლის არეში შევიგრძნობთ სიმძიმეს, ეს ნიშნავს, რომ ჭუჭყი მხოლოდ "დაიძრა" ადგილიდან, მაგრამ გარეთ არ გამოვიდა. ამიტომ 2 კვირა დავისვენოთ და წმენდა ისევ გავიმეოროთ. საერთოდ, ღვიძლი საჭიროებს წელიწადში რამდენჯერმე (4-6) წმენდას. არ შეიძლება გაწმენდა შიმშილობის, ფიზიკური დატვირთვის შემდეგ. უნდა დავისვენოთ 3-5 დღე და აღვიდგინოთ ძალები. ზოგიერთ ადამიანში წმენდის შემდეგ აღინიშნება პირღებინება. ამონაღებ მასაში კი ლორწო. ეს იმაზე მიუთითებს, რომ წვენმა და ზეთმა იმოქმედა კუჭზე და გაწმინდა ის ჭუჭყისაგან. გაწმენდის დროს ნურაფრის ნუ შეგეშინდებათ.
მეთოდი #2. მეთოდის არსი მდგომარეობს მცენარეული ზეთების (უმჯობესია მზესუმზირის ზეთი) წოვის აქტში. თავს ვხრით და 1 სუფრის კოვზ მზესუმზირის ზეთს ვიგუბებთ პირის ღრუს წინა ნაწილში. შემდგომ 15-20 წუთის განმავლობაში უნდა ვწოვოთ ეს ზეთი, ისევე როგორც საწოვარა ან კანფეტი. ზეთის ჩაყლაპვა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება! წოვის პროცედურა უნდა ხდებოდეს დაძაბვის გარეშე. დასაწყისში პირის ღრუში მოთავსებული ზეთი ხდება ბლანტი, სქელი, შემდგომ კი თხევადი როგორც წყალი. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გადმოვაფურთხოთ. გადმოფურთხებული სითხე უნდა იყოს რძესავით თეთრი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ წოვის პროცესი ბოლომდეა მიყვანილი. შემდეგ პირში გამოვივლოთ წყალი და ეს წყალიც აგრეთვე გამოვაფურთხოთ. ეს მეთოდი ხანგრძლივი მეთოდია. ტარდება მთელი წლის განმავლობაში, ყოველ თვე 10 დღის განმავლობაში. მკურნალობის დასაწყისში შესაძლებელია წარმოიშვას გამწვავება, კერძოდ, ავადმყოფის გუნება-განწყობილების გაუარესება. ამ დროსაც არ უნდა შევწყვიტოთ მკურნალობა. ეს რეაქცია ნიშნავს იმას, რომ ადამიანს ჯანმრთელობის მდგომარეობა უბრუნდება.
კ. საბახტარიშვილი. სამკურნალო წიგნი. ტ. 2, 3. თბილისის 1997 მიხედვით.
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |