|
"საქართველო "
არ სუნთქავენ?!
ქალაქის ხელისუფლებამ მოსახლეობასთან ბრძოლის ახალი ტექნოლოგია შეიმუშავა, როგორც ჩანს. - იმ ადგილზე, სადაც მშენებლობები აკრძალულია, წინასწარ ახმობენ ხეებს და შემდეგ ამ ტერიტორიებს იყენებენ ახალი ნაგებობებისთვის - აცხადებს მწვანეთა პარტიის თავმჯდომარე, გიორგი გაჩეჩილაძე. "თბილისის ფარგლებში ამოეწურათ კაზინოებისა და რესტორნებისათვის საჭირო ტერიტორია და ახლა ბოტანიკურ ბაღსა და მდინარე მტკვარშიც შეიჭრნენ", - ამბობს იგი. თბილისის ტერიტორიაზე უამრავი ავარიული სახლია, რომელთა შესყიდვა და დანგრეული სახლების ადგილზე ახლების აშენება, თავისუფლად შეუძლიათ ბიზნესმენებს, მაგრამ ამ გზას არ მიმართავენ. მათ, ეტყობათ, ტყეების განადგურება ურჩევნიათ! წყნეთში, საეჭვო ვითარებაში, ძირდამწვარ ხეებს ბოტანიკური ბაღის ზედა ტერიტორიაზე განადგურებული ხეებიც მიემატა, რაც განგაშის ატეხვის აუცილებლობაზე მიუთითებს. ისე, საკითხავია, კაზინოს მეპატრონეები ჰაერით არ სუნთქავენ, ტყე-პარკების განადგურებას რომ მიჰყვეს ხელი?
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |