"საქართველო "
# 4 (1776)
2 აპრილი, 2002 წელი

ჩვენი პარლამენტის მკაცრი განცხადებები რუსეთს გულს უხეთქავს?!

საქართველოდან ბაზების გაყვანას არ ვაპირებთო - რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი ივანოვის ამ განცხადებამ ნინო ბურჯანაძის შეშფოთება გამოიწვია.

- ეს, ელემენტარულად, საერთაშორისო ნორმების დარღვევა და სუვერენიტეტის ხელყოფაა. ივანოვის ამგვარი განცხადება არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე და მიიჩნევს, რომ ქვეყნის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ მას მკაცრი განცხადებითვე უნდა უპასუხოს.

რუსეთს, ალბათ, შიშით გული გაუსკდება ჩვენი პარლამენტის საპასუხო განცხადების გაცნობის შემდეგ. მით უფრო მაშინ, თუ ჩვენმა ხელისუფლებამ რუსეთთან დახუჭობანას და "კუკუდამალობანას" თამაშს თავი არ დაანება.



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2002

მოგვწერეთ opentext@flashmail.com