|
"საქართველო "
რატომ სწავლობენ გაჩქარებით ერთმანეთის ენას თურქები და ბერძნები?
XX საუკუნემ არაერთი თურქულ-ბერძნული ომი ნახა. პირველი და ყველაზე დიდი იყო 1920-22 წლებისა, რომელშიც საბერძნეთს ინგლისი ეხმარებოდა, თურქეთს - საბჭოთა რუსეთი. თურქეთმა გაიმარჯვა და მისი დღევანდელი სახელმწიფოს დაბადებაც ეს იყო. ბოლოს 1974 წელს იბრძოლეს კვიპროსზე, თუმცა ორივენი ნატოს წევრები იყვნენ. 1999 წლის მიწისძვრის დროს (როცა უზარმაზარი მსხვერპლი იყო ქართველ მოსახლეობაში) ბერძნებმა თურქეთს დიდი და გულწრფელი სამაშველო დახმარება გაუწიეს. ახლა, ჟ. "თჰე Eცონომისტ"-ის ცნობით, ეგეოსის ზღვის მონაპირე თურქები და კუნძულელი ბერძნები გაჩქარებით სწავლობენ ერთმანეთის ენას, რადგან საზღვრის აქეთ-იქით ბიზნესის დიდი ბუმის პერსპექტივა ისახება. არსებობს "თურქულ-ბერძნული ბიზნესკლუბი". 300 მილიონი დოლარი იდება გაზსადენებში, რომლებიც თურქეთში ირანიდან და ყოფილი საბჭოთა სივრციდან შევა. იქიდან კი საბერძნეთის გზით ევროპისკენ გაგრძელდება. ერთი სიტყვით, თუ ერთობლივი ბიზნესი მეგობრობას ნიშნავს, ამ ორ ქვეყანას მეგობრობის ფართო პერსპექტივა აქვს.
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |