"საქართველო "
# 5 (1777)
7 მაისი, 2002 წელი

"ფაინენშელ ტაიმსი" - რუს ოლიგარქებზე

ვინმე ანდრეი მელნიჩენკო, რომელსაც 30 წლის ასაკში 1,5 მილიარდი დოლარი მოუგროვებია (მხოლოდ თავის ბანკში. მისი მოქმედების სფეროშია, აგრეთვე ფოლადი, ნახშირი, მილები, სასუქები) გაზეთი რუსეთში სიმდიდრით მე-17 კაცად თვლის. ახალი რუსი ოლიგარქები ძველებისგან (1990-იანი წლებისა) განსხვავდებიან მეტი სიდინჯით და "მეტი კონცენტრაციით ბიზნესზე" (და არა პოლიტიკაზე). ძველების შეძლება ნაშოვნია, ძირითადად, პრივატიზაციაში მოწყობილი ხრიკებით და სახალხო ფონდთა მითვისებით, ახლებისა - ძირითადად, რეალური ბიზნესის მშენებლობით ან მოდერნიზაციით. ისინი დღეს უკაკუნებენ ისეთი დიდი და ჭუჭყიანი საბჭოთადროინდელი წარმოებების კარებს, როგორიცაა, ალუმინი და ავტომშენებლობა, სულ 6-7 წლის წინ რომ უიმედოდ განწირული ჩანდა მოძველებისა და კრიმინალიზაციის გამო. მანეთის კრახმა 1998 წელს მათ დიდი სტიმული მისცა და, სხვათა შორის, იმითაც დაეხმარა, რომ მასობრივად გააკოტრა მისი კონკურენტები. ბევრი წარმოებისათვის შექმნილი მძიმე სიტუაცია ბანკმა გამოიყენა მრავალი მათგანის შესასყიდად დაბალ ფასებში. გაზეთი სრული სერიოზულობითა და პატივისცემით ლაპარაკობს მელნიჩენკოსა და მისი კოლეგების კონკრეტულ ოპერაციებზე და მათ თანამედროვე ყაიდის სერიოზულ ბიზნესმენებად, ასევე მათ ფირმებს - სერიოზულ თანამედროვე ფირმებად თვლის. რაიმე სერიოზულ სამრეწველო ექსპორტზე - ჯერჯერობით! - აქ ლაპარაკი არ არის.



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2002

მოგვწერეთ opentext@flashmail.com