|
"საქართველო "
როგორ უყურებენ დასავლეთში ლუკაშენკოს?
რა თქმა უნდა, ირონიულად. "საწყალ ბელარუსში არაფერი იცვლება (ჟ. თჰე Eცონომისტ). რაკი მან კიდევ ერითხელ ბრწყინვალედ მოიგო გაყალბებული არჩევნები, ჟურნალის სიტყვით, "ევროპის ამ ყველაზე არადემოკრატიულ ქვეყანაში" ცვლილების იმედი აღარ არსებობს. მაგრამ ორი ცვლილება მაინც არის - ერთი უარესისკენ და მეორე უკეთესისკენ. პირველი ისაა, რომ პრეზიდენტმა თავისი დიქტატურა გაამკვეთრა. იგი იქამდე მივიდა, რომ მეწარმეებსაც კი დევნა დაუწყო მისი არასაკმარისი მხარდაჭერისათვის, მათ შორის იმათაც კი, ვინც ბელარუსის თითებზე ჩამოსათვლელი ექსპორტირებადი საგნების - ტრაქტორებისა და მაცივრების დამამზადებელია. კარგი კი ის არის, რომ მას თავისი "გუნდი" ეშლება. თვით მის მიერვე დაყენებული პარლამენტის ზედა პალატის თავმჯდომარეც კი უკვე მისი კრიტიკით გამოდის.
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |