"საქართველო "
# 5 (1777)
7 მაისი, 2002 წელი

ქორწინების ბეჭდის დაკარგვა საშიში არ ყოფილა

ამბობენ, ქორწინების ბეჭდის დაკარგვა უბედურების მომასწავებელია, დაქორწინებულთაგან ერთ-ერთი კვდებაო. ბევრი ფიქრობს, რომ ეს გაფრთხილებაა, მაგრამ სცდება. არ შეიძლება ცრურწმენას გადავაყოლოთ ჩვენი ქრისტიანული წარმოდგენა და რწმენა. ქორწინების ბეჭდის დაკარგვა არასასურველია, რა თქმა უნდა, მაგრამ არაფრის მანიშნებელია. რამდენ ადამიანს დაუკარგავს ბეჭედი, მაგრამ ყველა ხომ არ კვდება?

ანალოგიური წარმოდგენა არსებობს ნათლობის ჯვრის დაკარგვაზეც, თუმცა არც ეს ნიშნავს რამეს. თუ დაგვეკარგება ჯვარი, ახალი შევიძინოთ, ვაკურთხოთ და ვატაროთ. ნათლობის შესახებ ეკლესიაში გამორჩეული ატრიბუტიკა არ არსებობს. ჯვარი ჯვარია, ნათლობისა იქნება თუ არა.



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2002

მოგვწერეთ opentext@flashmail.com