|
"საქართველო "
ვინ ისარგებლა მიწისძვრით?!
მოახლოებული ადგილობრივი არჩევნების წინ დაზარალებული თბილისელებისთვის დახმარების ხელის გაწოდება, ასე თუ ისე, მაინც წინასაარჩევნო პროპაგანდად ფასდება. ზოგმა პოლიტიკურმა ძალამ აქტიური ქმედებით დაიწყო მოსახლეობის გულის მოგება (კაცმა რომ თქვას, ეს საგანგაშო არ უნდა იყოს?), ზოგმა კი - აქტიური "ტლიკინით". მაშინ როცა ახლებმა "ლაით ბოქსების" გაკვრაზე უარი თქვეს წინასაარჩევნო პერიოდში, ამ ფულს მოსახლეობას მოვახმართო, სოციალისტებმა "ხმელი სიტყვა" მიაშველეს უსახლკაროდ დარჩენილ თბილისელებს. "თბილისი ისევ აშენდება!"-ს ძვირადღირებული "ლაით ბოქსები" მთელ ქალაქს მოედო. სოციალისტებს, რომ მასში დასახარჯი ფული მოსახლეობისთვის მოეხმარებინათ, იქნებ, უფრო ადვილად დაერწმუნებინათ ხალხი, რომ ეს მართლა მოხდება და თანაც საკმაოდ მალე. გამოდის, მათ მიწისძვრით ისარგებლეს და წინასაარჩევნო კამპანია თითქმის დაიწყეს.
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |