|
"საქართველო "
სიტყვა სიტყვაა, გარღვეულს კი გაკერვა სჭირდება
"მაცალეთ სამი თვე და თუ ბიუჯეტი ვერ შევასრულე, თქვენი ხმალი და ჩემი კისერიო - ამგვარი სიტყვით მოხიბლა რამდენიმე თვის წინ დეპუტატები ავთანდილ ჯორბენაძემ. მისი პასუხისმგებლობის დიდი გრძნობის ხილვისას მაშინ ბევრი პარლამენტარი აღფრთოვანებით დაეთანხმა სახმინისტრს, მაგრამ ყველაფერი ისე არ მოხდა, როგორც ბევრს ეგონა. თავად ჯორბენაძესაც არ ეგონა, თუ ბიუჯეტი "საცოდავი" 8 მილიონით გაირღვეოდა. სიტყვა სიტყვაა, გარღვეულს კი გაკერვა სჭირდება. ეს პროცესი მოკლე ხნის წინ ხელისუფლებაში მინისტრების ცვლილებით უკვე დაიწყო, მაგრამ პარლამენტის წინ ანგარიშსაგებად წარმდგარ სახმინისტრს დიდ შეღავათს, ალბათ, ვერ მოუტანს. პრესის ქვეშ გავლა ჯორბენაძეს მაინც მოუწევს.
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |