|
"საქართველო "
საბედისწერო სამი დღე, ანუ თბილისში არჩევნები რატომ უნდა ჩაიშალოს?!
არჩევნების თემა დიდხანს იყო პოლიტიკური პაექრობის საფუძველი პარტიებს შორის. ყველა ერთმანეთისკენ იშვერდა თითს, ამას არჩევნების ჩატარება არ აწყობსო და მოწინააღმდეგისთვის სახელის გატეხით ცდილობდა საკუთარი სახელის მოხვეჭას. თუმცა ცსკ-ს გადაწყვეტილება ბევრისთვის მოულოდნელი შეიძლება აღმოჩნდეს. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მხარე შეეჩვია აზრს, არჩევნები აუცილებლად გაიმართებაო, მოსალოდნელია, როს ეს ასე არც მოხდეს. ამბობენ, შეიძლება თბილისში არჩევნები თავად ცსკ-მ ჩაშალოსო. მან უპრეცენდენტო გადაწყვეტილება მიიღო. საოლქო კომისიებს ყველა უფლება წაართვა და ახლა კომისიის წევრებსაც და ელექტორატსაც თავად "დაახარისხებსო". სამ დღეში კომისიის 2400 წევრი უნდა დაამტკიცოს და მერე 600000 ელექტორატი "დააბინაოს". კანონით, საერთო ორგანიზებაზე პასუხისმგებელი სწორედ ცსკ გახლავთ. ასე რომ, ვისაც სჭირდება, ახლა შეიძლება შესაძლებლობა გაუჩნდეს ხელი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შეაწმინდოს, თუ ის დროში ვერ ჩაეტევა და ზემოხსენებულ საკითხებს არ გადაწყვეტს 3 დღეში.
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |