|
"საქართველო "
ვის არ მოსწონს 80 წელს გადაცილებული ამომრჩევლის ხმა
არჩევნები ჩვენთან ყოველთვის ტოტალური გაყალბებით ტარდება. ათასგვარი დარღვევა და დანაშაული ფიქსირდება ამ დროს. ჩვენს პოლიტიკურ "ელიტას" ეს თითქოს სისხლში აქვს გამჯდარი. პროფესიონალი გამყალბებლები ზოგჯერ იმდენს ახერხებენ, საარჩევნო სიებში "მკვდარი სულები" გაცილებით სჭარბობენ ცოცხლებს. მაგრამ აქამდე არც ცოცხლებს და არც "მკვდრებს" ასაკს არავინ უმოწმებდა. თუმცა ეს მხოლოდ აქამდე... ეტყობა, საარჩევნო კანონში მხოლოდ ერთი რამ არ მოსწონთ "სოციალისტებს" და ისიც სერიოზულად გამოხატეს ადგილობრივ არჩევნებში. "80 წელს გადაცილებული ხარო" - უთხრა გლდანის #22 უბნის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, "სოციალისტური პარტიის" წარმომადგენელმა, ვალერი კარაპეტიანმა, 82 წლის წლის ამომრჩეველს. სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ ძლივს მოაბრუნა შეწუხებული კაცი.
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |