|
"საქართველო "
ალ-ყაიდას ყველაზე დიდი ს?წყობი
გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ქვეითებმა რომ ამ ცოტა ხნის წინ ხელთ იგდეს ალ-ყაიდას ფარული სამხედრო საწყობი, ეს შემთხვევითი წარმატება არ იყო. 1700-კაციანმა ბრიტანულმა ბრიგადამ, ბრიგადის გენერლის რ. ლეონის მეთაურობით, გულმოდგინე ძებნა ჩაატარა დიდ ტერიტორიაზე, გამოქვაბულების ჩათვლით, იმ საგანგებო მიზნით, რომ ალ-ყაიდას გამოაცალოს იარაღით, ტყვია-წამლითა და საჭურვლით მომარაგების მეტ-ნაკლებად სტაბილური ბაზა. მოწინააღმდეგის ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განადგურების ეს ოპერაცია წარმატებით მიდის. ახლახან ნაპოვნი ბაზა (30-იოდე საბარგო მანქანის ტვირთი ნაღმმტყორცნებისა, მძიმე ტყვიამფრქვევებისა და ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებისა) ჯერჯერობით ყველაზე დიდია დღემდე ნაპოვნ ფარულ ბაზათა შორის ამ ომში. ჯერჯერობით საზღვაო ქვეითთა ეს ბრიგადა მოწინააღმდეგის ცოცხალ ძალას არ შეჰხვედრია, მაგრამ ამის მიზეზი ისაა, რომ იგი საჩქაროდ გაეცალა თავის პოზიციებს (რასაც, სხვათა შორის, გამოქვაბულებს გარეთ დაწყობილი იარაღის ყუთებიც მოწმობს). ერთ-ერთ გამოქვაბულს რუსული თ-55 ტანკი და მსუბუქი ქვემეხი იცავდა (ბრიტანელთა მოსვლის დროს უკვე მიტოვებული). გამოქვაბული, რომელშიც ეს დიდი საწყობი იყო განთავსებული, სიმაღლით 2 მეტრი იყო და სიგრძით - 50-ოდე მეტრი. ის, რომ იარაღი ალ-ყაიდისაა, ადგილობრივ მოსახლეთაგან გაიგეს. ეს ადგილი ერთგვარი "დემილიტარიზებული ზონაა", რომელიც სამი საველე მეთაურის "ტერიტორიებს" შორის მდებარეობს. "ამიტომ იქ ერთგვარი ვაკუუმია. სამივე მეთაური ერიდება მაინცდამაინც წინ წამოწევას, რათა დაძაბულობა არ გაჩნდეს". ნადავლი იარაღი ან განადგურდება, ან ავღანეთის ხელისუფლებას გადაეცემა. ინგლისის სამეფო საზღვაო ქვეითებისათვის, რომლებიც "სნაიპად" ("საფრიდან სროლად") წოდებულ ამ ოპერაციას ატარებენ, ამ წარმატებას მეორე, პროლიტიკური დანიშნულებაც აქვს: "იგი თავს აჩვენებს, როგორც ძალას, რომელსაც შეუძლია დედამიწის ყველაზე ძნელ ადგილმდებარეობაში შეაღწიოს, რითაც იგი ადგილს იპოვებს აშშ-ის სამხედრო დაგეგმვის მაგიდასთან და ცხადყოფს, რომ ევროპის ლიდერია სამხედრო საკითხებში.
"ფაინენშელ ტაიმსი"
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |