|
"საქართველო "
ნარკოომი და "მარქსისტებთან" ომი
თავისი ადმინისტრაციის ბოლო თვეებში პრეზიდენტმა კლინტონმა კოლუმბიის ხელისუფლებას ნარკობარონებთან (FAღჩ) საომრად მისცა დიდძალი შეიარაღება და საჭურველი, თვით საბრძოლო შვეულმფრენებიც კი (რადგან ნარკობარონთა ბაზა, ზომით დაახლოებით შვეიცარიის ოდენა, გაუვალ ჯუნგლებში მდებარეობს). მაშინ პრეზიდენტს აფრთხილებდნენ, რომ აშშ შეიძლება კოლუმბიის სამოქალაქო ომში ჩაბმულიც აღმოჩნდეს და არა მხოლოდ ნარკოომში. დღეს ეს პროგნოზი თითქმის ახდა. კოლუმბიაში "მარქსისტი მეამბოხენი" მოქმედებენ და აშშ კანონმდებელნი გზებს ეძებენ, რათა მათ წინააღმდეგ ამერიკელების მიერ მიწოდებული იარაღის გამოყენება შესაძლებელი გახდეს. ამას წერს გაზ. "ფაინენშელ ტაიმსი". რა დამოკიდებულება აქვთ "მარქსისტ მეამბოხეებს" ნარკოწარმოებისადმი, გაზეთი არ გვაცნობებს.
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |