|
"საქართველო "
კუბის ახალი "სტატუსი"
"ბოროტების ღერძის" შემადგენელ "არამზადა სახელმწიფოებს ("როგნე სტატეს")" - ირანს, ერაყს, ჩრდ. კორეას,რომლებიც მასობრივი განადგურების იარაღს ფლობენ ან ესწრაფვიან - სამი ახალი შეემატა. ა. წ. 6 მაისს აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მოხელემ ჯონ ბოლტონმა, რომელსაც ე. წ. "გაუვრცელებლობის" პრობლემები აბარია, ასეთ სახელმწიფოებად მოიხსენია ლიბია, სირია და კუბა. პირველი ორი მას ასეთ კონტექსტში ადრეც ჰყავდა ნახსენები, მესამე ამ ჩამონათვალში პირველად ხვდება. საფუძველი? იგი, მიუხედავად ზოგიერთის სკეპტიციზმისა, არც თუ მცირეა. "პატარა ტირანი" ფიდელ კასტრო კარგა ხანია ამუშავებს მოსახლეობის იმუნიზაციის ფართო პროგრამას, დიდ ფულს დებს მასში და საგრძნობი წარმატებაც აქვს. მაგრამ ეს მოითხოვს ვირუსებს, ამ უკანასკნელებს კი, მედიცინურის გარდა, სხვა გამოყენებაც შეიძლება მიეცეთ. სადღაც ამ პროცესში "ჯილეხის" სახელიც ამოხტა. მით უმეტეს საეჭვოა ის, რომ კასტრომ ამ უკანასკნელ წელიწადს ირანი, სირია და ლიბია მოინახულა. მიუხედავად ამისა, კასტრო უდარდელადაა და, ისევ და ისევ მიუხედავად ამისა, - კუბა ყოფილმა პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა მოინახულა ამას წინათ. რაა ყოველივე ამის რეალური შედეგი? - ასე სვამს კითხვას თჰე Eცონომისტ. პასუხია: კასტრო ცოტა უფრო პოპულარული გახდება კუბაზე. ჯებ ბუში კი (რომელსაც ახლა ფლორიდაში არჩევნები უწევს) - მაიამიში.
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |