"საქართველო "
# 6 (1778)
4 ივნისი, 2002 წელი

ერაყის მოსახლეობას "მუხტავენ"

თუმცა სადამ ჰუსეინის რეჟიმი ვერაა რეალური წინააღმდეგობის გამწევი ამერიკელთა შესაძლო სამხედრო დარტყმისათვის, რომელსაც მიზნად ექნება მასობრივი მოსპობის სხვადასხვა იარაღის მნიშვნელოვანი ბაზისა და საწარმოს უვნებელყოფა, და თუმცა ერაყის ერთგული ტრადიციული მოკავშირე მოსკოვი ამჯერად ვერაფრით დაეხმარება თავის მეგობარს, სადამ ჰუსეინი აქტიურად მუშაობს თავის ქვეყანაშიც და მთლიანად არაბულ სამყაროშიც ანტიამერიკულ განწყობილებათა გაღვივებისათვის და "საბრძოლო მუხტის" შექმნისათვის. (სხვათა შორის, ამერიკელების ერთ-ერთი დიდი პრობლემაა რეგიონში, როგორც მინიმუმი, კიდევ ერთი დიდმასშტაბიანი საავიაციო ბაზის შოვნა, რის გარეშეც მათი მოქმედების შესაძლებლობები შეზღუდული იქნება)

"ფაინენშელ ტაიმსი".



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2002

მოგვწერეთ opentext@flashmail.com