|
"საქართველო "
იუგოსლავია და გაეროს სამართალი
დემოკრატიული დასავლეთის მიერ უწყალოდ დაბომბილი და პოლიტიკურად დაზარალებული იუგოსლავიისათვის (რომლის ხელმძღვანელობასაც ბრალად დაედო ადამიანობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულობები ბოსნიასა და კოსოვოში) დღეს ფაქიზი საკითხია დამოკიდებულება იმ საერთაშორისო ტრიბუნალთან, რომელიც გაეროს ავტორიტეტს ემყარება და რომელსაც დღეს იუგოსლაველ ლიდერთა ერთი ჯგუფი ჰყავს გადაცემული. როგორც ჩანს, იუგოსლაველთა პოზიცია არის ფრთხილი ბალანსი ერთის მხრივ საკუთარ ეროვნულ თავმოყვარეობასა და მეორეს მხრივ გაეროსა და მის პრინციპულ პოზიციათა ერთგულებას შორის. იუგოსლავია პრინციპში თანახმაა გაუხსნას ამ სასამართლოს თავისი სახელმწიფო არქივები, მაგრამ მეორეს მხრივ იგი არაა თანახმა ამ არქივების სრულად გახსნისა. ეს ეთანადება, და ამავე დროს არ ეთანადება, ჰააგის პროცესის მთავარი პროკურორის კარლა დელ პონტეს განცხადებას, რომ "ჭეშმარიტი თანამშრომლობა" ტრიბუნალსა და ბელგრადს შორის იქნება მხოლოდ მაშინ, როცა არქივები ღია იქნება. იუგოსლავიის მიერ ამ ცოტა ხნის წინ მიღებული კანონი ითვალისწინებს ჰააგის ტრიბუნალის მიერ მოთხოვნილ სერბ მოქალაქეთა გადაცემის შესაძლებლობას. სულ მოთხოვნა დღესდღეობით ეხება 24 სერბს.
"ფაინენშელ ტაიმსი"
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |