"საქართველო "
# 6 (1778)
4 ივნისი, 2002 წელი

ბრიტანელებს ციხეები არ ჰყოფნით

ინგლისის ხელისუფალთა კურსს, რომ გააძლიეროს ბრძოლა დანაშაულობასთან, პირველი შედეგი ის ექნება, რომ ერთი თვის ვადაში დასაბინავებელი ეყოლება 72 ათასამდე პატიმარი. ამ კურსის თანახმად, შემცირდება არაპატიმრობითი განაჩენების პროცენტი. დღესვე ხელისუფლება იძულებულია, ასობით პატიმარი პოლიციის კამერებში მოათავსოს. გამოცხადებულია, რომ პატიმართა განსათავსებლად გამოიყენებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ხომალდებსაც. პარალელურად, ყველა შესაძლებლობა იქნება გამოყენებული იმისთვის, რომ სასწრაფოდ გასტუმრებულ იქნან აღზრდის ადგილებში აღსაზრდელნი და მკურნალობის ადგილებში - მძიმე ნარკომანები, აგრეთვე იმისთვის, რომ ნაკლებ საშიში სამართალდამრღვევნი ციხეში არ იმყოფებოდნენ. პრობლემა დაკავშირებულია, სხვა ყოველივესთან ერთად, იმ 34000 კაცისა და ქალის დამატებითი შრომის ანაზღაურების პრობლემასთან, რომლებიც პატიმრობის ადგილთა მომსახურებაში არიან დასაქმებულნი.

"ფიანენშელ ტაიმსი"



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2002

მოგვწერეთ opentext@flashmail.com