|
"საქართველო "
ვინ არის და ვინ არ არის ტერორისტი?
კოლუმბიის სოფელ ბელავისტაში (იხ. რუკა), რომელიც გაუვალ ჯუნგლებში მდებარეობს, ერთმანეთს შეებრძოლნენ ნარკობარონების შეიარაღებული სინდიკატი FARC-ი და ამდენადვე უკანონო (არაფორმალური) პარამილიტარული ორგანიზაცია ANC-ი ("კოლუმბიის თავდაცვის გაერთიანებული ძალები"). მოსახლეობამ თავი შეაფარა ეკლესიას იმ იმედით, რომ დაინდობდნენ, მაგრამ FARC-ის ნასროლმა თვითნაკეთი ნაღმმტყორცნის ნაღმმა გახვრიტა ეკლესიის სახურავი და მის ჩაკეტილ სივრცეში 117 სული მოკლა. საყურადღებოა, რომ ევროკავშირისდა გასაოცრად, ეს ამბავი მაშინ ჩავიდა მის სხდომაზე, როცა ახალი მიღებული იყო გადაწყვეტილება (შვედეთისა და საფრანგეთის წინადადებით), რომ უარი თქმულიყო FARC-ის ცნობაზე ტერორისტ ორგანიზაციად.
The Economist
P. S. კვლავ შევახსენებთ მკითხველს, რომ ქართველ პარტიზანებს, რომელნიც საქართველოს მიწა-წყალს იცავენ საბოლოო მიტაცებისაგან და ქართველ მოსახლეობას - გენოციდისაგან, საქართველოს ხელისუფლება, ოფიციალურად, ტერორისტებად რაცხს.
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |