|
"საქართველო "
ბარონესა მარგარეტ თეჩერი ევროკავშირის შესახებ
ყოფილ პრემიერ-მინისტრს მიაჩნია, რომ ინგლისი არ უნდა უფრთხოდეს ალტერნატივების ძებნას თავისი წევრობისათვის ევროკავშირში. დღესაც, ისევე როგორც ადრე, იგი აშშ-სთან უმჭიდროესი მეგობრობის მომხრეა. უფრო მეტიც. იგი მომხრეა სადამ ჰუსეინის მოცილებისა, რომელიც გამუდმებულ პრობლემას ქმნის. ამ კონცეფციებს იგი გამოთქვამს და ასაბუთებს თავის ახალ წიგნში "სახელმწიფოს მართვის ხელოვნება" ("სტატეცრაფტ"). თუმცა თეჩერი თავის დროზე ევრობაზრის შექმნის დიდი მომხრე იყო, მისი მაშინდელი სკეპტიციზმი სულ ძლიერდება. იგი კატეგორიულად წინააღმდეგია ინგლისში ევროს შემოღებისა ფუნტის ნაცვლად. მომავალი განვითარების ერთ-ერთ შესაძლოა ვარიანტად თეჩერს მიაჩნია მსოფლიოში რამდენიმე (შესაძლოა - ორი) "თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების" ზონის ჩამოყალიბება, რომელნიც პროტექციონისტულ პოლიტიკას გამოიყენებენ ერთმანეთის მიმართ (ანუ ერთმანეთის წინააღმდეგ).
("ფაინენშელ ტაიმსი")
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |