"საქართველო "
# 6 (1778)
4 ივნისი, 2002 წელი

უნივერსიტეტთა ხარისხს სტუდენტები აფასებენ

ინგლისი არც მდიდარი ქვეყანაა, არც ღარიბი. უფრო ზუსტად, იგი მდიდარია, მაგრამ ასეთად დარჩება მხოლოდ მანამდე, სანამ მისი ადამიანები პროფესიონალიზმითა და მოქალაქეობრივი ერთგულებით სხვებს სჯობნიან. ინგლისში უნივერსიტეტები დამოუკიდებელია, მაგრამ მათი შენახვისათვის სახელმწიფო წელიწადში 5 მილიარდ ფუნტს ხარჯავს (დაახლოებით 100 ფუნტი თითო სულ მოსახლეობაზე). ახლა დაგეგმილია უნივერსიტეტთა მუშაობის ხარისხის შემოწმებისა და კონტროლის ახალი, დამატებითი მეთოდის შემოღება - ახალდამთავრებულთა მასობრივი გამოკითხვა-ანკეტირება. ინგლისის უნივერსიტეტებს წელიწადში 350 ათასი სული ამთავრებს (დაახლოებით ერთი კაცი 140 სულ მოსახლეობაზე) და მათი აზრის შეჯერება, მეცნიერულად დამუშავებული სისტემით, ძალიან გააადვილებს სწავლების ხარისხის ამაღლებას. საყურადღებოა, რომ პირდაპირი შემოწმება, ანუ ლექციაზე შემფასებლის დასწრება, პროგრამაში არ იგულისხმება.

("ფაინენშელ ტაიმსი")



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2002

მოგვწერეთ opentext@flashmail.com