|
"საქართველო "
როგორ მივხვდეთ, რომ ჩვენი თირკმელები საჭიროებენ წმენდას?
დადგენილია, რომ თირკმლის რესურსები სრულიად საკმარისია 200 წელი განუწყვეტელი, შეუფერხებელი მუშაობისათვის. გაოცებას იწვევს, თუ როგორ ახერხებს ადამიანი, რომ ასეთი პოტენციის მქონე ორგანო მწყობრიდან გამოიყვანოს 40-50 წლის განმავლობაში. თირკმლების რესურსების ამოწურვა - ეს ორგანიზმის სასიცოცხლო ძალების ამოწურვაა. ცხადია, თუკი დადგინდება, რომ თირკმლებში გვაქვს კენჭი, სილა, გვაწუხებს შეშუპებები ან თირკმლის ანთება - უეჭველია, რომ თირკმელები დაზიანებულია და საჭიროა მისი გაწმენდა. გარდა ამისა, თირკმლების გაწმენდის აუცილებლობაზე მიგვანიშნებს შემდეგი სიმპტომებიც: მუდმივად დაღლილობის გრძნობა, სქესობრივი აქტივობის დაქვეითება, შიშების წარმოქმნა, ღამე ცივი ოფლი, ცივი ტერფები და ხელის მტევნები, ხელ-ფეხის დასუსტება. თირკმლებში ლორწოს, სილის და კენჭების დაგროვებას იწვევს: 1) ღამით ჭამის ჩვევა, 2) სხვადასხვა ფაფები და ფქვილეული, 3) ტკბილი საკვები - შაქარი ვნებს თირკმლებს (ხორცი, თევზი, რძის პროდუქტები, ძეხვეულობა, ჭარბი პური და მარილიანი გემოს მქონე საკვები - მართალია, მიღებამდე არ მიეკუთვნებიან ტკბილ საკვებ ნივთიერებებს, მაგრამ გადამუშავების შედეგად გარდაიქმნებიან ტკბილი გემოს მქონე ფაფად, რაც თირკმელზე ცუდად მოქმედებს), 4) გაუწმენდავი ღვიძლი (თუ ღვიძლი წინასწარ არაა გაწმენდილი, შარდის მჟავა შარდოვანად მთლიანად არ გარდაიქმნება: შარდის მჟავა კი თირკმლებში კენჭად გამოილექება), 5) A ვიტამინის ნაკლებობა (A ვიტამინი ხელს უშლის თირკმლებში კენჭწარმოქმნას და ამასთანავე ხელს უწყობს უკვე წარმოშობილი კენჭების დაშლას), 6) გაუწმენდავი მსხვილი ნაწლავი, 7) მარილებით მდიდარი სასმელი წყალი, 8) თირკმელში შეჭრილი ინფექცია, 9) სხვადასხვაგვარი შიშები, საკუთარ თავში დაურწმუნებლობა. თირკმლებიდან კენჭები ყველაზე ხშირად გროვდება მარჯვენა თირკმელში, რადგანაც მსხვილ ნაწლავს მარჯვენა მხარეს გააჩნია თხელი კედელი, საიდანაც ტოქსიკური ნივთიერებები ადვილად აღწევენ მარჯვენა თირკმელში. ორმხრივი კენჭები გვხვდება 10-15% შემთხვევაში.
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |