"საქართველო "
# 6 (1778)
4 ივნისი, 2002 წელი

თირკმლის გაწმენდის მეთოდები

მეთოდი #1 - ნიახურით და ოხრახუშით.

ვიღებთ 1 კგ ახალ ოხრახუშს ფესვებიანად და 1 მსხვილ ნიახურის ფესვს. დავაქუცმაცებთ, ვამატებთ 1 კგ თაფლს და 1 ლ წყალს. დავდგამთ ნელ ცეცხლზე და მივიყვანთ ადუღებამდე. თან ვურევთ. ვაჩერებთ 3 დღე თავდახურულ ემალის ჭურჭელში. 3 დღის შემდეგ ვამატებთ 1 ლ წყალს და ხელახლა მივიყვანთ ადუღებამდე. გავწურავთ თბილ მდგომარეობაში. მიღებულ სიროპს ვღებულობთ 3 სუფრის კოვზით ყოველი ჭამის წინ, 2 კვირის განმავლობაში.

მეთოდი #2 - თაფლის, არაყის, ლიმონის წვენის და ზეითუნის ზეთის ნარევით.

შევურიოთ 200-200 გ თაფლი, სუფთა არაყი, ლიმონის წვენი და ზეითუნის ზეთი. გავაჩეროთ 10 დღე, შემდეგ გადავასხათ მუქი მინის ჭურჭელში. შევინახოთ ბნელ ადგილას.

მივიღოთ: 1 სუფრის კოვზი 3-ჯერ დღეში, 10-14 დღის განმავლობაში. შემდეგ 1 კვირა შესვენება და განმეორებითი კურსი.

მეთოდი #3 - არაყით და ნიშადურის სპირტით.

0,5 ლ არაყში ჩავუმატოთ 1 სუფრის კოვზი ნიშადურის სპირტი.

მივიღოთ: 1 სუფრის კოვზი 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე, 3 დღის განმავლობაში. 1 კვირის შემდეგ კურსი გავიმეოროთ.

მეთოდი #4 - ლიმონის წვენით.

საშუალო ზომის ლიმონის 1/3-ისაგან მიღებული წვენი შევურიოთ 200 გ ცივ ანადუღარ წყალს და დავლიოთ ეს ნარევი 3 მიღებად: დილით უზმოზე, საუზმეზე და ვახშამზე - ჭამის შემდეგ, 10 დღის განმავლობაში. შემდეგი 10 დღე იგივე კურსი ჩავიტაროთ, მხოლოდ ახლა უნდა გამოვიყენოთ უკვე ნახევარი ლიმონისაგან მიღებული წვენი. ამასთან ერთად კვირაში 2-ჯერ (სამშაბათს და პარასკევს) მივიღოთ 60 გ ზეითუნის ზეთი, რომელშიც ჩაწურულია საშუალო ზომის ლიმონის ნახევრისაგან მიღებული წვენი.

მე-20 დღეზე ქვები დაშლილი სახით გამოდის შარდთან ერთად ტკივილის გარეშე.

მეთოდი #5 - კამის თესლით.

1 ჩაის კოვზი კამის დასრესილი თესლი მოვადუღოთ 1,5 ჭიქა მდუღარე წყალში 10-15 წუთი, გაცივების შემდეგ გავწუროთ და მივიღოთ 100-100 გ 3-ჯერ დღეში ჭამის წინ ან მივიღოთ დღეში 3-ჯერ 1 გრამი დასრესილი კამის თესლი მცირე რაოდენობის წყალთან ერთად.

მეთოდი #6 - სტაფილოს თესლით.

სექტემბერში ვაგროვებთ სტაფილოს თესლს. ვღებულობთ სტაფილოს თესლისაგან მიღებული ფხვნილის 1 გ-ს - 3-ჯერ დღეში ან 3 სუფრის კოვზ სტაფილოს თესლს ვყრით 3 ჭიქა ადუღებულ წყალში. ვაჩერებთ 1 ღამე, დილით გავაცხელებთ და ვსვამთ ცხლად, დღეში 3 ჭიქას.

მეთოდი #7 - ასკილის ფესვით.

2 სუფრის კოვზ ასკილის დაქუცმაცებულ ფესვს დავასხათ 1 ჭიქა ანადუღარი წყალი, ვადუღოთ 15 წუთი, შემდეგ კი გავწუროთ. მივიღოთ 1/3 ჭიქა 3-ჯერ დღეში, თბილი სახით, 1-2 კვირის განმავლობაში.

მეთოდი #8 - ბოლოკით.

მთლიან მსხვილ ბოლოკში ამოვჭრათ ორმო და ჩავასხათ მასში თაფლი, რომელიც მალე შეერევა ბოლოკის წვენს. შემდეგ გავწუროთ.

მიღება: 0,5-დან 1,5 ჭიქამდე დღეში.

კ. საბახტარაშვილი. "სამკურნალო წიგნი" (ტ. 2. თბილისი, 1997 წ.)



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2002

მოგვწერეთ opentext@flashmail.com