|
"საქართველო "
სექსუალური გადახრები ცოდვების შედეგია და არა ბუნების შეცდომა
ტრანსსექსუალთა პრობლემა, რომელიც დასავლეთის თავსატეხი გვეგონა, არც საქართველოსთვის ყოფილა უცხო. როცა სქესის შეცვლის პირველი ოპერაცია გააკეთა პროფესორმა ივა კუზანოვმა, თბილისი შოკში ჩავარდა, მაგრამ აგერ უკვე სამიოდე წელი გავიდა და თითქოს ყველაფერი "კალაპოტში" ჩადგა. საზოგადოება, მართალია, დადებითად არ აფასებს ამ მოვლენას, მაგრამ პრესა ერთმანეთის მიყოლებით უწევს რეკლამას კუზანოვის საქმიანობას. რატომღაც ყველას ავიწყდება, რომ ღვთის საგმობი საქმის რეკლამა დაუშვებელია. ყველა უბედურება, რაც ადამიანს შეიძლება დაემართოს, საკუთარ ან წინაპართა ცოდვების შედეგია და არა "ბუნების შეცდომა", როგორც ამას თუნდაც ტრანსსექსუალების მაგალითზე უწოდებენ და "მკურნალობაც" შესაბამისად სჭირდება. ნაცვლად იმისა, რომ ადამიანებს აუხსნან, ბუნებამ ასე შეგქმნა და "გადაკეთება" კანონზომიერების დარღვევააო, სთავაზობენ, მოდით გამოგიკვლევთ, მართლა იმ სქესისა ხართ თუ არა, რასაც ფიზიკურად წარმოადგენთო. ნურავის ავიწყდება, რომ ღვთის ნების წინააღმდეგ წასვლა არც ექიმს არგებს და არც პაციენტს. მორიგი ცოდვები კი ჩვენს მორიგ უბედურებებს გამოიწვევს.
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |