|
"საქართველო "
რა შეიცვალა არაბთა განწყობილებაში? და რატომ?
1990 წლის ერაყის ომის წინ რომ დიკ ჩეინიმ, იმ დროს აშშ თავდაცვის მინისტრმა, არაბული ქვეყნები შემოიარა, მას ამ სახელმწიფოთა სრული მხარდაჭერა დაჰხვდა. ახლახანს იგივე მარშრუტები რომ გაიარა, როგორც აშშ ვიცეპრეზიდენტმა, მას სულ სხვა განწყობილება დაჰხვდა. რატომ? ჯერ ერთი, ერაყის წინააღმდეგ წლების მანძილზე გატარებულმა ეკონომიკურმა სანქციებმა საზოგადო აზრი ერაყელებისადმი სიმპათიით განაწყო. მეორეც, თუმცა არაბულ სახელმწიფოთა უმეტესობას არ მოსწონს სადამ ჰუსეინი, მასთან თანაცხოვრებას ასე თუ ისე შეეჩვივნენ და მის მოსაცილებლად ომის საჭიროებას ვერ ხედავენ, მით უმეტეს, რომ ამ დიქტატორმაც იზრუნა, რომ ამ წლების მანძილზე შეძლებისდაგვარად დაახლოებოდა არაბულ სამყაროს. მესამეც, იზრაელ-პალესტინის კონფლიქტმა და შინაური ეკონომიკური პრობლემების გამწვავებამ არაბულ ქვეყნებს სხვა საზრუნავები გაუჩინა. მეოთხეც, ამერიკელთა მიერ იზრაელის მხარდაჭერამ გააუარესა არაბთა დამოკიდებულება მათდამი. არაბებს არა აქვთ ილუზია, რომ ამერიკელები, რომლებიც ერაყის საკითხში ევროპელებსაც კი არ უსმენენ, ყურს ათხოვებენ მათ აზრს. საუდის არაბეთს განზრახული აქვს არ გამოაყენებინოს ამერიკელებს თავისი აეროდრომები ერაყის წინააღმდეგ, მაგრამ არც იმას დაუშვებს, რომ ამერიკელებთან ურთიერთობა გააფუჭოს. ჩეინის პროგნოზით, არაბები, საბოლოო ჯამში, აირჩევენ ერაყზე ზეწოლის ხაზს, რათა დაითანხმონ იგი, რომ შეუშვას საერთაშორისო ინსპექტორები მასობრივი განადგურების იარაღის შესამოწმებლად".
"ფაინენშელ ტაიმსი"
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |