"საქართველო "
# 6 (1778)
4 ივნისი, 2002 წელი

ვაქცინა მაღალხარისხოვანი პრეპარატია

გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომ B ჰეპატიტის ვაქცინით აცრამ 12 წლის მოზარდის პარალიზება გამოიწვია (მას კიდურების დამბლა განუვითარდა) საგონებელში ჩააგდო მოსახლეობა. ვაქცინა გაეროს ბავშვთა დაცვის ფონდმა შემოიტანა საქართველოში. ის მაღალხარისხოვანი პრეპარატია. ექსპერტ-მედიკოსები ამტკიცებენ, რომ ამ ვაქცინით 100-მდე ბავშვია აცრილი და იგი ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, რაც შეეხება დაავადებულ ბავშვს, ექსპერტები ირწმუნებიან, რომ ცენტრალური ნერვული სისტემის მოშლა აცრის შედეგი არ არის.



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2002

მოგვწერეთ opentext@flashmail.com