"საქართველო "
# 6 (1778)
4 ივნისი, 2002 წელი

თევდორაძემ თანამდებობას ჟვანია ამჯობინა

მას შემდეგ, რაც პარლამენტში ახალი უმრავლესობის გავლენით კომიტეტის თავმჯდომარის სავარძლების ხელახალი გადანაწილება დაიწყო, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი თავმჯდომარის გარეშე დარჩა. ექსკომიტეტის თავმჯდომარემ ელენე თევდორაძემ მოქალაქეთა კავშირის ფრაქცია დატოვა და დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუტით დარჩა, მერე ადგა და საკუთარი კანდიდატურა ისევ შესთავაზა პარლამენტს. "ახალმა უმრავლესობამ", როგორც თევდორაძე ამბობს, ეს შეთავაზება არ მიიღო. სავარაუდოა, რომ მის კანდიდატურას ამ პოსტზე აღარ წარადგენენ.

- მე რომ ჟვანიას გუნდისთვის მეღალატა, ახლა პრობლემები არ მექნებოდა. ჯემალ გოგიტიძემ შემომთავაზა მხარდაჭერა, თუ ხმამაღლა ვიტყოდი ჟვანიას გუნდი მივატოვეო. მე მეგობრებს თანამდებობებზე არ ვცვლი - აცხადებს ქალბატონი ელენე.

სავარძლებისთვის მებრძოლი დეპუტატების ფონზე ადამიანის უფლებების დამცველ თევდორაძეს სწორედ გმირობა გამოუჩენია, როცა ამ ცდუნებას გაუძლო. ისე კი, ეს შემთხვევა იმასაც ცხადყოფს, რა დიდი ჭაობია ჩვენი პარლამენტი. აქ არც ქვეყნის ინტერესებზე ზრუნავენ და არც ადამიანების უფლებების დაცვაზე. პირადი შუღლი, სიძულვილი და მტრობა ერთმანეთის მიმართ თვალებს უბრმავებს ბევრ მათგანს.



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2002

მოგვწერეთ opentext@flashmail.com