"საქართველო "
# 7 (1778)
2 ივლისი, 2002 წელი

"სიკვდილის რიგი" ტექსასში

ტექსასის შტატში, სადაც სიკვდილით დასჯა არსებობს, 2000 წელს (მაშინ გუბერნატორი იყო ჯ. ბუში) ამ სასჯელმა მოუწია 40 ადამიანს, 2001 წელს - "მხოლოდ" 17-ს. ამჟამად სასჯელი ელის 25 წლის ნაპოლეონ ბეზლის, რომელსაც იგი ა. წ. 28 მაისს მიესაჯა მკვლელობისათვის, რომელიც მან მანქანის გატაცებისას ჩაიდინა 17 წლის ასაკში. სულ აშშ-ში სიკვდილით დასჯის განახლების შემდეგ (ამ ოცდახუთი წლის წინ) სიკვდილით დაისაჯა 777 ადამიანი, აქედან 278 - ერთ მესამედზე მეტი - დაისაჯა ტექსასში სასიკვდილო ინიექციით. წელს ტექსასში 21 ადამიანი დაისაჯა სიკვდილით. მთლიანად ამერიკაში - 28. დაგეგმილია კიდევ 11. ბეზლის საქმე ყურადღების ცენტრშია. მისი სიცოცხლის შენარჩუნებას ითხოვენ ევროკავშირი, ამნესტა ინტერნეიშენელი და სხვა ორგანიზაციები.



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2002

მოგვწერეთ opentext@flashmail.com