|
"საქართველო "
მშვიდობიანი გმირის მოსაგონარი
მეორე მსოფლიო ომი ორი წლის დამთავრებული იყო, როცა მსოფლიო შეძრა მანამდე უნუხავი და გაუგონარი უსისხლო გმირობის ამბავმა. ახალგაზრდა ნორვეგიელმა არქეოლოგმა ტურ ჰეირდალმა ოთხ ამხანაგთან ერთად წყნარი ოკეანე გადაცურა ტივით - ისეთი ტივით, რომელიც არ შეიცავდა არც ერთ მილიგრამ იმგვარ მასალას, როგორსაც არ იცნობდნენ საუკუნეებისა და ათასწლეულების წინათ. მკვლევრის მიზანი იყო დაემტკიცებინა, რომ სამხრეთ ამერიკიდან გასული ტივოსნების მიერ წყნარი ოკეანის კუნძულების დასახლება შესაძლებელი იყო. და დაამტკიცა კიდეც. 2002 წლის 18 აპრილს ჰეირდალი გარდაიცვალა 87 წლის ასაკში.
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |