"საქართველო "
# 7 (1778)
2 ივლისი, 2002 წელი

გორბაჩოვი ცდილობს ევროკავშირთან რუსეთის კავშირის გაბმას

იგი ურჩევს რუსეთს, ეძებოს "ასოციირებული (მიერთებული) წევრის" სტატუსი ამ გაერთიანებასთან იმის იმედით, რომ ამით მომავალში მის სრულ წევრობას მოიპოვებს. იგი მიჰმართავს რუსეთს და ევროკავშირს წინადადებით, მოხაზონ სამომავლოდ ურთიერთობის სქემა, და, როგორც გადაკვრით მიგვანიშნებს გაზეთი "ფაინენშელ ტაიმსი", იმედი აქვს, რომ მისი წარსული "დამსახურება" გერმანიის გაერთიანების საქმეში მას ევროპელ ადრესატთა ყურადღებას მოუპოვებს. გორბაჩოვი ამ ურთიერთობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და, რუსეთისა და ნატოს უკვე განხორციელებული შეკავშირების შუქში, ამასაც შესაძლებლად რაცხს. მისი წინადადება, პრაქტიკულად, იმას გულისხმობს, რომ რუსეთმა "მონაწილეობა მიიღოს" ევროკავშირის "მსჯელობისა და გადაწყვეტილებათა მიღების მექანზმებში". გორბაჩოვის ეს წინადადებები მოჰყვა რუსეთისა და ევროკავშირის ლიდერების შეხვედრას, სადაც ძირითადი თემა იყო რუსული ანკლავის - კალინინგრადის (კენიგსბერგის) - მომავალი, რომელიც 2004 წლიდან (როცა პოლონეთი და ბალტიის ქვეყნები უკვე ევროკავშირში იქნებიან) მთლიანად ამ ქვეყნების ტერიტორიებით იქნება გარშემორტყმული. რუსეთის მიზანია იქ მისასვლელად თავის მოქალაქეებს უვიზო რეჟიმი მოუპოვოს.

("ფაინენშელ ტაიმსი")



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2002

მოგვწერეთ opentext@flashmail.com