|
"საქართველო "
თავმოყვარე კაცი ხელმეორედ უჩივლებდა ბერძენიშვილს
შელახული პატივ-ღირსების აღდგენა საქართველოში, როგორც წესი, ცემა-ტყეპით ხდება ხოლმე. ამის "კლასიკურ" მაგალითს ძალოვანი ჩინოვნიკები იძლევიან. ექსმინისტრი ვანო ჩხარტიშვილი, მოგეხსენებათ, "ძალოვანი" არ გახლავთ და შესაბამისად, ძალის გამოყენებას არჩია, შელახული პატივი ცივილიზებული ანუ სასამართლო წესით "აღედგინა". ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ ერთი წლის წინ ჟურნალ "ახალი დვრიტას" ფურცლებზე ლევან ბერძენიშვილმა ეკონომიკის ექსმინისტრს ყველაზე კორუმპირებული მაღალჩინოსანი უწოდა. აღშფოთებულმა ამ მძიმე ბრალდების ადრესატმა სასამართლოს მიმართა. ერთწლიანი "ჭიდაობის" შემდეგ "დაზარალებულმა" ჩხარტიშვილმა ბერძენიშვილს სასამართლო პროცესი მოუგო, თუმცა საკომპენსაციო თანხა, რომელსაც ითხოვდა, არ აუღია, ალბათ, ბერძენიშვილის ბიჯეტის გათვალისწინებით. სასამართლო კოლეგიამ "ცილისმწამებელს" განაჩენი გამოუტანა და სჯაროდ ბოდიშის მოხდა დააკისრა იმავე საინფორმაციო საშვალებით, რომლის ფურცლებზეც შეურაცხყოფის მიყენება მოხდა. ცხადია, ლევან ბერძენიშვილს არაფრად ეჭაშნიკა არც დამარცხება და არც ამგვარი "სამარცხვინო სასჯელი". ბოდიშის მოხდა არ ისურვა და თავისი ადვოკატის პირით ჟურნალი დახურულად გამოაცხადა, მერე კი სასამართლო პროცესში გამარჯვებულს იქვე, სასამართლოს დარბაზში მიცემულ ინტერვიუში მორიგი შეურაცხყოფა მიაყენა: "კი, ბატონო, ვანო ჩხარტიშვილმა ყველაზე მეტი არ მოიპარაო". რატომღაც ეს სიტყვები ბატონ ვანოს აღარ სწყენია. მისთვის მთავარი ისა ყოფილა, ყველაზე მეტი არ ჰKქონოდა მოპარული და სხვებზე ცოტა თუ მოიპარა, ამას არაუშავს, სამარცხვინო და პატივ-ღირსების შემლახავად არ ეჩვენება. არა და, თავმოყვარე კაცი იქვე ხელმეორედ უჩივლებდა ამ სიტყვებისთვის ბერძენიშვილს.
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |