|
"საქართველო "
შვეიცარიელები და უცხოელები: ჰოლანდიელები და უცხოელები
შვეიცარიელთა განწყობილება: "ჰუმანიზმი" თუ განკითხვის შიში? ჰოლანდიელთა განწყობილება: გეტოში ხომ არ ვართ! შვეიცარიელებს, ისევე როგორც ყველა სხვა ზეგანვითარებული ქვეყნების მკვიდრ მოსახლეობას, ეშინიათ, რომ მათ "უცხოელები წალეკავენ". არცაა გასაკვირი. შვეიცარიის მაცხოვრებლებში დღეს ერთი მეხუთედი უცხოელებია, მაგრამ შვეიცარიელებს მდგომარეობას მათი წარსული ურთულებთ. ჰიტლერის დროს, როცა "ჰოლიკასტი" ანუ ებრაელების დევნა ზენიტში იყო, მათ პოლიტიკურ თავშესაფარზე უარი უთხრეს ებრაელ ლტოლვილებს და თუმცა შვეიცარიის მთავრობამ შემდეგში ბოდიში მოიხადა ამ ნაბიჯის გამო, მას ამ ეპიზოდს დღესაც წამდაუწუმ ახსენებენ, როცა კი სიტყვა მიგრაციულ პოლიტიკაზე ჩამოვარდება. შვეიცარიელმა ამომრჩეველმა უკვე ორჯერ -1970-იან წლებში და 2000 წელს -უარი უთხრა მემარჯვენეებს მათს წინადადებაზე იმიგრაციის შეზღუდვის შესახებ (ძირითადად, საქმე ეხებოდა იმიგრაციას იტალიიდან). 1996 წელს შვეიცარიელების 59+-მა უარყო სარეფერენდუმო წინადადება იმიგრაციის კანონთა გამკაცრების შესახებ. მაგრამ წინადადების ავტორებს იმედი აქვთ, რომ ეს მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ ამომრჩეველი უცხოელთაგან გაკიცხვას შეუშინდა. ამჟამად ამ მიდგომის მომხრეთა რაოდენობა ძალიან ცოტათიღა აღემატება იმათსაც, ვინც შემოსული უცხოელების წყალობით ფულს შოულობს, ანუ უანგაროდ მომხრე ამ "ჰუმანისტურ" დამოკიდებულებას ძალიან ცოტაღა ჰყავს. "მემარჯვენეთა" წინადადებებს დღეს ასეთი სახე აქვს: უარი ვუთხრათ თავშესაფრის მაძიებლებს, უკლებლივ ყველას, იმ შემთხვევაში, თუ ისინი შვეიცარიაში ისეთი მესამე ქვეყნის გამოვლით არიან მოსულნი, რომელშიც მათთვის "უსაფრთხო" სიტუაცია არსებობს (ავსტრია, იტალია, საფრანგეთი, გერმანია). გასულ წელს შვეიცარიამ თავშესაფრის მაძიებელთა მხოლოდ 12+% მიიღო. ზემოხსენებულ წინადადებათა ავტორის -მემარჯვენე "სახალხო პარტიის" -რეიტინგი იზრდება. ეს იმას მოწმობს, რომ შვეიცარიელები, გულში მაინც, შემომსვლელთათვის კარის ფართოდ გაღების წინააღმდეგნი არიან. თუმცა ჰოლანდიაში პოლიტიკური ელიტა ერიდება ლაპარაკს რასის, ეროვნების, თვით კულტურული კუთვნილების საკითხებზეც კი, საარჩევნო კამპანიების მთავარ თემებად მაინც უფრო და უფრო მკაფიოდ იკვეთება სამი: დანაშაულის კატასტროფული გავრცელება, იმიგრაცია და შემოსულთა ინტეგრაცია, თუმცა, თHE EჩONOMIშთ-ის სიტყვით, ასეთი კამპანია ფრიად ულამაზოა (UGLY), იგი რეალურია. სკოლიდან რომ ბავშვები გამოდიან, იმათგან სამში ერთი თუა თეთრკანიანი და ქერა. ე. წ. საშუალო კლასის აუდიტორიაში, რომელიც ყოველმხრივ ნორმალური ახალგაზრდებისაგან შედგება, ორატორი შეშფოთებული უცნობიერებს მსმენელებს, რომ ახალგაზრდა, თეთრი ჰოლანდიელი მამაკაცი იშვიათობად ქცეულა. "არც ერთი გეტოში არ ცხოვრობთ!" -ახსენებს იგი შეშფოთებულ მსმენელებს. ფრიად შემთხვევითმა პოლიტიკოსმა ფორტუინმა, რომელიც ამ ცოტა ხნის წინათ მოკლეს, უნიკალურად სწრაფ აღმავლობას ამომრჩევლის თვალში მხოლოდ იმით მიაღწია, რომ იმიგრაციის რადიკალური შეზღუდვის ლოზუნგი წამოაყენა. ისიც ვერ ბედავდა ყოველთვის იმის თქმას, რაც უნდოდა: იგი ლაპარაკობდა იმიგრირებული თურქების, მაროკოელების, სურინამელების, დასავლეთ აფრიკელების და სხვა უცხოელების მარტოოდენ კულტურულ (ანუ ყოფა-ცხოვრებით) შეუთავსებლობაზე ადგილობრივ მოსახლეობასთან, და არა ეთნიკურზე, ან ეროვნულზე, ან, მით უმეტეს, რასობრივზე. ფორტუინი, ჟურნალის სიტყვით, მკვდარია, მაგრამ მისი იდეები ცოცხალია, რადგან მათ რეალურად არსებული ვითარება კვებავს. დანაშაულობა (ხალხის თვალში მაინც) დაკავშირებულია იმიგრაციასთან და ამ შეხედულებას საფუძველიც აქვს, რამდენადაც, მაგალითად, როტერდამში ქუჩის დანაშაულთა 80+% შემოსულებისაა, განსაკუთრებით -თავშესაფრის მაძიებლების. უცხოელებში შედარებით ინტეგრირებულნი არიან, ხალხის აზრით, თურქები, ნაკლებად -მაროკოელები, ანტალიელები და სხვანი. სხვადასხვა პოლიტიკოსთა რეკომენდაციებია: შემოსვლის შეჩერება, შემომსვლელთათვის გარედან ცოლებისა და ქმრების შემოყვანის აკრძალვა, სავალდებულო კურსები ენის შესასწავლად, დანაშაულჩადენილთათვის მოქალაქეობის ჩამორთმევა და გასახლება (რასაც კონსტიტუცია არ დაუშვებს), იმისთვის ბრძოლა, რომ იმიგრანტთა შვილების 50+ მაინც საბავშვო ბაღში მოხვდეს და ინტეგრირებად მოქალაქედ გაიზარდოს. სახელმწიფო აფინანსებს 37 ისლამურ სკოლას ჰოლანდიური სულისკვეთებით. მეჩეთები არაა "სეპარატიზმის" ბუდეები. უფრო, პირიქით, ზოგი იმიგრანტი ბავშვი უკვე კარგად სწავლობს (განსაკუთრებით, გოგოები). შემოსულთა მისწრაფება ინტეგრაციისკენ დიდია. ეს ფაქტია. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ფორტუინისეულ "იდეებს" რეალური საფუძველი აქვთ.
(c) გაზეთი "საქართველო"
2003 წელი მოგვწერეთ opentext@flashmail.com |