|
"საქართველო "
შიდსის მსხვერპლია აფრიკის მომავალი
როგორც ჟამიანობამ მოშალა და გადაასხვაფერა მთელი სოციალური წესრიგი შუა საუკუნეთა ევროპაში, ისე ხელყოფს შიდსი, ჟ. THE ECONOMIST-ის აზრით, აფრიკის მომავალს. ინფიცირებულთა სამი მეოთხედი (30 მილიონზე მეტი სული) აფრიკაშია. ზრდადასრულებულ აფრიკელთა ერთი მესამედი უკვე ამ ვირუსის მატარებელია. განსაკუთრებულ და ცალკე საშიშროებას წარმოადგენენ ამ ინფექციით დაღუპულთა ობლები, რომელთა რიცხვი 2002 წლის დამლევისთვის უკვე 42 მილიონზე ავიდა. ამ ბავშვების უბედურება მხოლოდ ის კი არ არის, რომ ადვილად ავსებენ კრიმინალების, მეძავების, ნარკომანების რიგებს, არამედ ისიც, რომ "შიდსისგან ინფიცირებულის" მართებული ან უმართებულო დამღა აზით, და ისიც, რომ მათ ადვილად ითრევენ ჯგუფთაშორის ომებში, რომლებიც აფრიკაში მძვინვარებს, და ამ ომებში ეს ბავშვები (ზოგჯერ 5 წლისანიც კი), იციან რა, რომ გრძელი სიცოცხლე არ უწერიათ, ყველაზე დიდ მხეცობებს სჩადიან. საყურადღებოა, რომ იმ საშინელი მდგომარეობის შემარბილებელ ფაქტორად ჟ. THE ECONOMIST ასახელებს იმას, რომ ...აფრიკაში ოჯახები დიდია (გაუყოფელია) და მის წევრებს, პაპა-ბებიების ჩათვლით, არ ენანებათ შრომა ობლად დარჩენილი ბავშვების აღსაზრდელად. მაგრამ ეს დადებითი ფაქტორი სუსტდება უფროს თაობათა წამავლობის გამო (საშუალო თაობები შიდსისგან წყდებიან და ბევრია ოჯახები, რომლებიც მხოლოდ ბავშვებისგან შედგება). აფრიკის მთავრობები არ ზრუნავენ ამ ბავშვებზე. პირიქით, მათ ზოგჯერ მემკვიდრეობის უფლებასაც კი არ აძლევენ. დასკვნა: აფრიკა თავის თავს ამ პირობებში ვერ უშველის. იგი მსოფლიოს დახმარებამ უნდა იხსნას.
(c) გაზეთი "საქართველო"
2003 წელი მოგვწერეთ opentext@flashmail.com |