|
"საქართველო "
პარლამენტს სიახლე ელის
როდესაც ინგლისის მონარქი პარლამენტს სიტყვით მიჰმართავს, მისი ტექსტი წინასწარ დგება მინისტრებს უთანხმდება და შემდეგ უცვლედად წარმოითქმის პარლამენტის დარბაზში. მონარქი მას კითხულობს პერგამენტიდან, რომელიც შემდეგ ინახება და ისტორიას გადაეცემა. ეს ტრადიცია ისევე ძველია, როგორც ინგლისური პარლამენტარიზმის ისტორია. მაგრამ ამჟამად ეს ტრადიცია კითხვის ქვეშ დგება. თუმცა პალატის ლიდერი რობინ კუკი საკითხს ასე სვამს: თუკი დედოფალს თავისუფლად შეუძლია თავისი მზა სიტყვა წაიკითხოს კომპიუტერული ეკრანიდან ან თუნდაც ავტომატური "საკარნახოდან", როგორც სხვა ორატორები შვრებიან, რა საჭიროა მთელი ეს ძვირად ღირებული ხელით შრომა, პერგამენტი და მაღალი კალიგრაფიული ხელოვნება? ეს ლაშქრობა პარლამენტის მოდერნიზაციისათვის პირველი არ არის. ამ ოთხი წლის წინათაც ყოფილა ანალოგიური ცდა, მაგრამ მან მიზანს ვერ მიაღწია იმ პარლამენტარის წინააღმდეგობის წყალობით, რომლის ამომრჩევლებიც არიან პარლამენტში გამოყენებული პერგამენტის მწარმოებელნი. მართალია, მათი დარგია ფეხსაცმელის წარმოება, პერგამენტი კი მისი მხოლოდ "თანმხლები პროდუქტია", მაგრამ იგი ისეთი პროდუქტია, რომლის გარეშეც ძირითად წარმოებას ფინანსური პრობლემები შეექმნება. 1998 წელს ფირმამ პარლამენტის აპარატიდან 67 ათასი ფუნტის ღირებულების დაკვეთა მიიღო.
THE GRANDIAN
(c) გაზეთი "საქართველო"
2003 წელი მოგვწერეთ opentext@flashmail.com |