|
"საქართველო "
პოსტსაბჭოთა -ბრიტანელთა თვალით
ამ ორიოდე წლის წინათ ჟ. THE ECONOMIST-მა, რომლის მასალებსაც ხშირად ვთავაზობთ "საქართველოს" მკითხველს, დაწერა, "საქართველოდან რომ აღმოსავლეთისკენ იაროთ, სანამ იაპონიას არ მიაღწევთ, მეორე ასეთ დემოკრატიულ ქვეყანას ვერ ნახავთო". არ გაგიკვირდეთ: ყოველივე ამ ქვეყნად შედარებითია! თანაც, ჟურნალმა იქვე კონკრეტულად განმარტა, რა ჰქონდა კონკრეტულად მხედველობაში: პრესის დამოუკიდებლობა და ცენზურის სისუსტე მასმედიაში. თურქმენეთის დღევანდელ ვითარებაზე იგივე ჟურნალი ცოტა სხვა სიტყვებით წერს. აი, რამდენიმე ციტატი: "საფარმურად ნიაზოვი, რომელიც ცნობილია თავისი დიქტატორული მმართველობით და თავისი პიროვნების უცნაური კულტით... ამჯერად 62 წლისა, თურქმენეთის ხელისუფალია საბჭოთა დროიდან და ქვეყანას სტალინისებრი შეუვალობით მართავს. პრეზიდენტის უზარმაზარი ოქროს ქანდაკება აშხაბადის ცენტრში დგას მბრუნავ კვარცხლბეკზე, ისე რომ პირი მუდამ მზისკენ აქვს მიპყრობილი. წლის ზოგ თვეს სახელი შეეცვალა პრეზიდენტის ოჯახის სახელთა მიხედვით". "მრავალი ადამიანი შეიძლება უკმაყოფილო იყოს. ცხოვრება თურქმენეთში უფრო და უფრო უღიმღამო ხდება. პრეზიდენტმა დახურა მეცნიერებათა აკადემია და ქვეყნის მთავარი ოპერისა და ბალეტის თეატრი. განათლება შემოიფარგლა ცხრა წლით. უმრავლესობა სიღარიბეში ცხოვრობს, თუმცა ქვეყანა, რომელსაც გაზის ასე დიდი რესურსები აქვს, მდიდარი უნდა იყოს. წლეულს ნიაზოვმა მოხსნა მრავალი მაღალი მოხელე თანამდებობის ბოროტად გამოყენებისათვის".
(c) გაზეთი "საქართველო"
2003 წელი მოგვწერეთ opentext@flashmail.com |