"საქართველო "
# 10 (1798)
20 მაისი-2 ივნისი 2003 წელი

გავიხანგრძლივოთ სიცოცხლე

ენის გაწმენდა

რატომ უნდა გავიწმინდოთ ენა: ენის ზემოთა ზედაპირზე, ფუძესთან ახლოს, მუდმივად გროვდება მკვდარი ეპითელის უჯრედები, რომლებიც აფერხებენ საჭმლის ნარჩვენებს პირის ღრუში. ეს ნივთიერებები კი იხრწნებიან, გამოყოფენ ტოქსინებს, რომლებიც იწოვებიან სისხლში და წარმოადგენენ პირიდან ცუდი სუნის მიზეზს. გარდა ამისა, ენაზე არის წარმომადგენლობა "სალელჩო" თითქმის ყველა ორგანოსი. როცა ვწმენდთ ენას, ჩვენ ამავე დროს ვმოქმედებთ კუჭზე, გულზე, თირკმელებზე და ყველა იმ ორგანოზე, რომელიც ენის ზედაპირთანაა დაკავშირებული და რომელთა დაავადების დროს ენის შესაბამისი ზონები იფარება მოთეთრო ან მოყვითალო ნადებით.

რა დაავადებებს (ან სიმპტომებს) ვმკურნალობთ ან ავიცილებთ ენის გაწმენდით: პირის ღრუ თავისუფლდება ტოქსინებისაგან, ქრება უსიამოვნო შეგრძნება, მავნე მიკროორგანიზმები ისპობა, უმჯობესდება ყველა ამ ორგანოს მუშაობა, რომელთა წარმომადგენლობა ენის ზედაპირზეა.

გაწმენდის მეთოდიკა: პლასტმასის სამართებელს ვხსნით საპარს დანას, ვყოფთ ენას რაც შეიძლება წინ და ენის ძირიდან წვერომდე პლასტმასის ზემოთაღნიშნული საფხეკით ვიღებთ ნადებს. სამართებლის ნაცვლად შეიძლება ჩაის კოვზის (სასურველია ვერცხლის) გამოყენება. გაწმენდის შემდეგ პირში უნდა გამოვივლოთ წყალი და ენის გაღიზიანების ასაცილებლად წავიცხოთ ენაზე ზეითუნის ან მზესუმზირას ზეთი. თუკი ენის გაწმენდის შემდეგ ვასრულებთ სპეციალურ ვარჯიშს და სასის გწმენდას - მაშინ ზეთი უნდა წავიცხოთ ამ პროცედურების დამთავრების შემდეგ.

ენის გამწმენდი ვარჯიში

სამკურნალო ეფექტი: აძლიერებს სისხლის მიმოქცევას ენის და ყელის არეში, რითაც ხელს უწყობს სხეულის ამ ნაწილის ტოქსინებისაგან განთავისუფლებას. აუმჯობესებს სანერწყვე ჯირკვლის მუშაობას და სმენას, მკურნალობს გლანდების, ქვედაყბისქვეშა და ყბაყურა ლიმფური კვანძების ანთებით პროცესებს. გარდა ამისა ენა წარმოადგენს გულის "გასაღებს", რადგანაც ორივე ერთნაირი ქსოვილისგანაა შექმნილი. ჯანმრთელი და სუფთა ენა აძლიერებს შინაგან ორგანოებს, განსაკუთრებით გულს.

ვარჯიშის მეთოდიკა: სრულდება ორ მოქმედებად.

1) ვზივართ ან ვდგავართ სწორი ზურგით. თავი გვიჭირავს სწორად და ენას შევზიდავთ უკან, მივაბჯენთ ზემო სასას. დავძაბავთ რა ენას, ვაჭერთ სასაზე 5-10 წამი. შემდეგ ენას მოვადუნებთ.

2) თავს წინ ვხრით და ნიკაპს მივაბჯენთ ლავიწებს შორის ორმოს. რაც შეიძლება წინ წამოვწევთ ენას. ამ მდგომარეობაში ენას ვაჩერებთ 5-10 წამი. ბოლოს ვადუნებთ და თავს ვასწორებთ.

ეს ორი მოქმედება სრულდება 5-6-ჯერ, მთელ პროცესზე იხარჯება 1 წუთი. ვარჯიშს ვასრულებთ დილით, დღეში ერთჯერ.

ზემო სასის გაწმენდა

რატომ არის აუცილებელი სასის გაწმენდა: ისევე როგორც ენა, ზემო სასაც ხშირად იფარება შხამიანი ნადებით და მოითხოვს წმენდას.

სამკურნალო ეფექტი: პირის ღრუ თავისუფლდება ტოქსინებისაგან, საჭმლის ნარჩენებისაგან, პირის ღრუში ქრება უსიამოვნო შეგრძნება, მავნე მიკროორგანიზმები ისპობა.

გაწმენდის მეთოდიკა: ზემო სასა იწმინდება დიდი თითით. ყოველი ჩამოწმენდის შემდეგ ტოქსიკური ნადები უნდა ჩამოირეცხოს დიდი რაოდენობის წყლით.

იოგები გვირჩევენ: პირის ღრუ გაწმენდის შემდეგ ფართოდ გავაღოთ და 1 წუთის განმავლობაში მზის სხივებს მივუშვიროთ. ამ დროს უნდა ვისუნთქოთ ღრმად პირით.

შ. საბახტარიშვილი. სამკურნალო წიგნი, ტ. III, თბილისი, 1997



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2003 წელი

მოგვწერეთ opentext@flashmail.com