"საქართველო "
# 11 (1799)
3-16 ივნისი 2003 წ.

"ცისფერთა" ბედი ამერიკაში

ამ კატეგორიის მოქალაქეებს, რომელთაც იქ "მხიარულებს" უწოდებენ, შეერთებულ შტატებში კარგა ძლიერი პოზიციები აქვთ მოპოვებული მათი "უფლებების" ცნობის მიმართულებით. ამ დარგში სხვადასხვა შტატთა კანონმდებლბა ერთიმეორისგან განსხვავებულია. ყველაზე მკაცრად და თანმიმდევრულად "ცისა ფრს, ლურჯსა ფერს" ტეხასის კანონმდებლობა ებრძვის. და არა მხოლოდ კანონმდებლობა. იმ პოზიციას, რომ ტეხასის კანონმდებლობა მიზნად ისახავს დაიცვას "ხანდაზმული მორალური ტრადიცია" ხიფათი შეუქმნა ოთხიოდე წლის წინ მომხდარმა ინციდენტმა, როცა ერთმა ტეხასელმა მოქალაქემ პოლიციაში დარეკა, ამა და ამ მისამართზე (მის მეზობლობაში) თოფიან კაცს გაგიჟების ნიშნები ეტყობაო, პოლიციამ შეამტვრია ბინის კარები და... თავის საჩოთირო საქმიანობაში გართული მისტერ ლოურენსი და მისტერ გარნერი იპოვა. პოლიციამ ორივენი განყოფილებაში მიიყვანა, ერთი ღამე "აყურყუტა" და ორას-ორასი დოლარით დააჯარიმა. ამჟამად მათი საქმე შეერთებული შტატების უზენაეს სასამართლოში იხილება და თუ სასამართლომ გადაწყვიტა, რომ პოლიცია მტყუანია, ამას, მოსალოდნელია, მოჰყვება ტეხასის და ზოგი სხვა შტატის კანონმდებლობის შეცვლის აუცილებლობა "მხიარულთა" პრაქტიკის ლეგალიზაციის მიმართულებით. საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის აზრი გაყოფილია. ლოურენსის და გარნერის მომხრეები იმოწმებენ კონსტიტუციის პოზიციას "პირად ცხოვრებაში ჩაურევლობის" თაობაზე. პოლიციელთა მომხრენი - ოჯახისა და მორალის განმტკიცების ინტერესებს და ა.შ.



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2003 წელი

მოგვწერეთ opentext@flashmail.com