|
"საქართველო "
ეძებენ ბაღდადში გატაცებულ სიძველეებს
ბაღდადი სულ რამდენიმე ათეული კილომეტრის მანძილზეა ძველი ბაბილონიდან და ბუნებრივია, რომ მას უნიკალურად მდიდარი მუზეუმები აქვს. ამასწინანდელ ომში ბაღდადის მაროდიორებმა არ დააყოვნეს ამ მუზეუმებში შეღწევა და აუარებელი უნიკალური მნიშვნელობის საგნის გატაცება. გაზ. THE NEW FEDERALIST-ის ცნობით, მათ ძებნას აძნელებს ის, რომ არ არის შედგენილი და გამრავლებული მათი სია ფოტოებითურთ, რაც გამსვლელთა ბარგის გაჩხრეკას აზრს მისცემდა. ამავე გაზეთის ცნობით, ამ მაროდიორობას თავიებური "ცენტრიც" ჰყავს, რომელიც 1991 წლის ომიდან მოქმედებს და აუარებელი ნადავლი აქვს მოპოვებული.
(c) გაზეთი "საქართველო"
2003 წელი მოგვწერეთ opentext@flashmail.com |