|
"საქართველო "
პაპი ახალგაზრდებს მოუწოდებს
რომის პაპმა იანე პავლე II-მ თავისი 99-ე საზღვარგარეთ მგზავრობის დროს მადრიდის მახლობლად მდებარე ავიაბაზაზე 600 ათას ახალგაზრდას მოუწოდა, რომ დღეს, როცა "ძალადობის, ტერორიზმისა და ომის სპირალი სიძულვილსა და სიკვდილს შობს", ამ მოვლენას "სიყვარულის მომნუსხველი ძალის" აყოლით უპასუხონ და "მტრობა დაამარცხონ მიმტევებლობის ძალით". როგორც ესპანური პრესა აღნიშნავს, ახალგაზრდები მას ენთუზიაზმით უსმენდნენ და არ უნდოდათ, მას ლაპარაკი შეეწყვიტა. (THE NEW FEDERALIST)
(c) გაზეთი "საქართველო"
2003 წელი მოგვწერეთ opentext@flashmail.com |