|
"საქართველო "
სკეპტიციზმი ერაყის ნავთობის გამო
ჩვენმა მკითხველმა იცის, რომ სადამ ჰუსეინის დამხობას, როგორც უზურპატორისა და დამნაშავისა (და არა მის უბრალოდ აორთქლებას და სცენიდან გაქრობას) ლოგიკურად უნდა მოჰყოლოდა მის მიერ რამდენსამე ძლიერ ქვეყანასთან დადებული ხელშეკრულებების გაბათილება, რომლებიც მოქმედებაში ვერ შედიოდა იმის გამო, რომ ამ ხელშეკრულებათა საგანს - ერაყის ნავთობის გაყიდვას - ემბარგო ჰქონდა დადებული გაეროს მიერ. როგორც გაზეთიდან NENE SOLIDARITAT ვტყობილობთ, დღეს გარკვეული წინააღმდეგობა ეწევა ამ ემბარგოს გაუქმებას (მოხსნას) და ერაყის მიერ თავისი ექსპორტის განახლებას. მოტივი, რომელიც ამ წინააღმდეგობის გამწევმა შეიძლება დაიმოწმოს, ისაა, რომ ემბარგოს მოხსნის უფლებამოსილება მხოლოდ მის დამდებს - გაეროს - აქვს, რაც, ჯერჯერობით, არ მომხდარა. ხოლო არაოფიციალური, გულის სიღრმეში ჩამარხული მოტივი ამ წინააღმდეგობის გაწევისა შეიძლება ის იყოს, რომ ერაყის ნავთობის გამოსვლა მსოფლიო ბაზარზე გარდუვალად დასცემს ნავთობის ფასს და ამით მკვეთრად შეუმცირებს ქმედუნარიანობას რუსეთს, რომლის ბიუჯეტსაც ნავთობის ექსპორტით მიღებული თანხები აცოცხლებს. მეორე ღიად გამოსათქმელი არგუმენტი ზემოხსენებული მოწინააღმდეგეებისა ის არის, რომ ერაყს არ ჰყავს (და საყოველთაო დემოკრატიულ არჩევნებამდე ვერ ეყოლება) ლეგიტიმური ხელისუფლება, მაშასადამე - ვერც ინსტანცია, რომელსაც ნავთობის გაყიდვის უფლება ექნება (რადგან 1907 წლის ჰააგის კონვენციით და 1947 წლის ჟენევის კონვენციით უცხოელის მიერ დასმული მარიონეტული ხელისუფლებები ვერ განიხილებიან როგორც ლეგიტიმური ხელისუფლებანი).
(NENE SOLIDARITAT)
(c) გაზეთი "საქართველო"
2003 წელი მოგვწერეთ opentext@flashmail.com |