|
"საქართველო "
საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 1 მარტის სხდომის ოქმი: საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო დოკუმენტი - როგორშეგვათრიეს"ესენგეში"?!
გაგრძელება. დასაწყისი "საქართველო" #1,2,3,4,5,6,7,8,9,10,11
ე. შევარდნაძე. ახლა მე მინდა ასეთი რამ ვთქვა, როდესაც ჩვენ ხაზს ვუსვამთ იმას, რომ საქართველო კარგავს თავისუფლებას. ძალიან ლამაზი სიტყვები იყო და მეც ისეთივე მგრძნობიარე ვარ თავისუფლებისადმი, როგორც თქვენ, ყოველ შემთხვევაში ასეთი უნდა იყოს ყველა ნორმალური ადამიანი. მე მგონი, ჩვენ ცოტა არ იყოს, შეურაცხყოფას ვაყენებთ სხვა ხალხებსაც. რატომ გგონიათ, რომ ჩვენ ვართ თავისუფლების მოყვარულნი და უკრაინელებს თავისუფლება არაფრად არ უღირთ. (ხმა დარბაზიდან). ნუ შემედავებით, ძალიან გთხოვთ. ე.ი. გარდა ბალტიისპირეთის ქვეყნებისა, ყველა ქვეყანა შეუერთდა "სნგ"-ს, ყველაზე ბოლოს "სნგ"-ს შემადგენლობაში შევიდა საქართველო. მე მინდა ამას შევხედოთ, როგორც იტყვიან, ცივი გონებით და არ გვინდა ეს გამოთქმები: გადატრიალება, ბოლშევიკური იქნება, თუ ფაშისტური იქნება, თუ რაც იქნება, ეს უფრო სხვა ამბებთან არის დაკვშირებული, ქვეყნის ძირეულ ინტერესებთან. განსხვავება არის როგორ გვესმის ძირეული ინტერესები და როგორ ვხედავთ ამ გზებს. ალბათ არის ამაში განსხვავება და ეს ჩვენ პარლამენტშიც ჩანს, მგარამ ამას ჭირდება კორექტული კამათი და კორექტული განხილვა. ახლა სერიოზული არგუმენტი იყო, ძალიან სერიოზული არგუმენტი აქ, ბატონი ვალერი კვარაცხელიას მიერ ასეთი ფრაზა იყო ნათქვამი, რომელსაც ყურადღება მაინცდამაინც არ მივაქციეთ ჩვენ. აი "სნგ" თავისთავად ნიშნავს თუ არა იმას, რომ გარკვეულად შეიზღუდოს რუსეთში ის ძალები, რომლის შესახებაც ელცინი ლაპარაკობდა თბილისში. ნიშნავს თუ არა ეს, რომ გარკვეულად შეიზღუდოს. ელცინმა თქვა, რომ ჩვენში, რუსეთში არიან ძალები, რომლებიც ფიქრობენ, ოცნებობენ იმპერიის აღდგენაზე ალიასკიდან, თუ არ ვცდები, უკრაინის ჩათვლით. არის თუ არა რაღაც გარკვეული. მე არ ვამბობ, რომ ეს მთავარი ფაქტორი, რომ რუსეთში სტაბილურობის ინტერესებსაც პასუხობს ასე თუ ისე სიცოცხლისუნარიანი თანამეგობრობა, მე ვერ გეტყვით, რომ ეს 2 წელიწადში ან 5 წელიწადში დაემსგავსება ევროგაერთიანებას, შეიძლება ისეც მოხდეს, რომ რაღაც საერთო სივრცე შეიქმნას და ჩამოყალიბდეს, ესეც არ არის გამორიცხული, მაგრამ ეს შეიძლება ერთ-ერთი ფაქტორი იყოს იმისა, რომ რუსეთის გარკვეული ძალები, თუ ისინი ხელისუფლების სათავეში მოვლენ, მათ უნდა იცოდნენ, რომ არსებობს სხვა ძალაც, არსებობს ეს თანამეგობრობა, მაშინ რუსეთი ამ თანამეგობრობიდან უნდა გავიდეს. კიდევ ვიმეორებ, ეს არ არის გარანტია, მაგრამ ეს ერთ-ერთი ფაქტორია. ელცინმა აქ სხვა ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზაც წარმოთქვა, რომელიც ასევე ანგარიშგასაწევია ჩემი აზრით, მათ შორის ის, რის შესახებაც ჩვენ არა ერთხელ გვითქვამს და მან ასეთი ფრაზა იხმარა, რის შესახებაც ჩვენ არა ერთხელ გვითქვამს და მან ასეთი ფრაზა იხმარა, რომ რუსეთი არ იხსნის თავის წილ პასუხისმგებლობას იმისათვის, რაც დაკავშირებულია აფხაზეთის საკითხებზე შეთანხმებების ჩაშლასთან. ძნელი სათქმელი იყო ეს, არ იყო იოლი სათქმელი. მე ვეთანხმები პრინციპში ბატონ თედო პაატაშვილს, ერთ-ერთი ფრაზა ასეთი იყო, ძალიან საგულისხმო ჩემი აზრით, რომ ვინც არ უნდა იყოს რუსეთის სათავეში, საქართველო ყველა შემთხვევაში უნდა ცდილობდეს ნორმალური ურთიერთობა ჰქონდეს ამ ქვეყანასთან. ასეა, ასე ინება ისტორიამ და ასე ინება განგებამ. დიდ ქვეყანასთან ურთიერთობაში ზოგიერთი რამ და ბევრი რამ უნდა გაითვალისწინო. მე ისიც მინდა ვთქვა, აი აქ ასეთი ფრაზები იყო, რომ ხელისუფლება არ უნდა აბრალებდეს ოპოზიციას რაღაცეებს და ა.შ. რომ ჩვენ შევიზღუდებით, რომ შეიზღუდება ჩვენი სუვერენიტეტი. ესეც ცოტა გაცვეთილი სიტყვებია, მაგრამ არ გვინდა ღია კარების მტვრევა. ხელშეკრულება, ყოველგვარი ხელშეკრულება, ყოველგვარ ორგანიზაციაში შესვლა, თანამეგობრობა თუ გაერთიანება იქნება, ეს გარკვეულად ნიშნავს ეროვნული სუვერენიტეტის რაღაც ნაწილის, რაღაც სახელმწიფო ფუნქციის დელეგირებას. ეს ასეა ყველგან, ასე იყო ისტორიულად და ასეა დღესაც. შეიძლება ჩვენ რაღაც უფლებებს ვთმობთ, მაგრამ ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ დოკუმენტში, რომელსაც ჩვენ ვუერთდებით დღეს, არის ჩადებული გარანტიები, გარანტიები იმისა, რომ სუვერენიტეტი იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც ჩვენ ვაღიარებთ, რა ფარგლებშიც ჩვენ ვცნობთ და ჩვენ გვცნობს გაერო და სხვა, ეს სუვერენიტეტი ხელშეუხებელი იქნება. (ხმა დარბაზიდან). მე ყველა მუხლი კარგად მაქვს წაკითხული. როგორ გავლენას მოახდენს, თუ დღეს პარლამენტში მოხდბა რატიფიცირება, როგორ გავლენას მოახდენს ეს ვიზიტზე აშშ-ში. მე მადლობელი ვარ იმ დეპუტატებისა, რომლებმაც გარკვეული შეშფოთება გამოხატეს, რომ ხომ არ შეუშლის ეს, ხომ არ იქნება ეს დამაბრკოლებელი გარკვეული წარმატების მიღწევის გზაზე. მე ცოტა სხვა პრინციპზე ვდგავარ, ვიდექი და კვლავაც ვდგავარ. ჩვენ პატიოსან პოლიტიკას უნდა მივსდიოთ და მე სულაც არ ვაპირებ, მოხდება რატიფიცირება თუ არ მოხდება, ეს საკითხი რაღაც, ხანდახან რომ ვიყენებთ ამ სიტყვას, კოზირად შემოვიტოვო ადმინისტრაციასთან ლაპარაკის დროს. ჩვენ სხვა ურთიერთობა გვაქვს აშშ-თან. აქ ბევრი ითქვა, რომ ჩვენ არ გვინახავს დასავლეთში არც ერთი მოღვაწე, ვინც საქართველოს "სნგ"-ში შესვლა დადებით მოვლენად ჩათვალა. არ არის ეს ასე. ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, დასავლეთის სხვა ქვეყნებშიც შესანიშნავად იციან, რომ საქართველოს არჩევანი არ ჰქონდა. აქ ისიც გაისმა, რომ მაშინ რომელი გზით უნდა ვიაროთ? არ არსებობს, მე გეუბნებით, რომ ეს ფაქტორი უნდა გამოვიყენოთ, არის ამის შესაძლებლობა. ვისარგებლოთ ამ თანამეგობრობით და პარალელურად ვითამანამშრომლოთ ყველასთან და აქ არის შესაბამისი გარანტიები, რომ ჩვენ ამ საქმეში არავინ არ გვზღუდავს და ვერც შეგვზღუდავს. დროის გაჭიანურება ყველა შემთხვევაში შეიძლება მძიმე შედეგებით დამთავრდეს. მე გთხოვთ, ყველაფრის თქმა კიდევ იქნებ არ შეიძლებოდეს, ისეთ მდგომარეობაში მყოფი ხალხისათვის, მე მხედველობაში მაქვს ჩვენი სხვადასხვა რეგიონები, როცა მთლიანობის, ერთიანობის პრობლემა, ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა, საზღვრების ხელუხლებლობა არა მარტო დღეს, გთხოვთ ჩაუფიქრდეთ, არამედ ხვალაც შეიძლება ეჭვის ქვეშ დაისვას, გარკვეული და გარკვეული მიზეზების გამო იმიტომ, რომ ჩვენი გეოგრაფიული მდგომარეობა არის ასეთი, უმძიმესი და ურთულესი. მე მგონი, ამიტომ უნდა ვეძებოთ სადაც კი შესაძლებელია, როგორც კი შესაძლებელია, გვქონდეს გარანტიები, გვყავდეს მეგობრები ყველგან, მთელ მსოფლიოში, მათ შორის იმ წარმონაქმნში, რომელსაც ჰქვია თანამეგობრობა. ახლა პატარა, ზოგიერთი მარტო დეტალი. მე, ქალბატონმა ირინამ იცის, მის ყველა გამოსვლას დიდი გულისყურით ვუსმენ, ახლაც მოვუსმინე, ბევრ მოსაზრებაში ვეთანხმები, ზოგიერთი რამ მინდა დავაზუსტო. რატომ არ შეიყვანეთ ორი დივიზია? სხვათა შორის ესეც პრინციპული საკითხია. იყო ამის შანსი მაშინ. არა მარტო იმიტომ, რომ ვთქვით, აი გიამ და ირაკლიმ თქვეს, რომ ჩვენ გადავგდებით. არა, მე კიდევ არ მჯეროდა, რომ სოხუმისათვის ბრძოლაში ჩვენ ერთმანეთს ვუღალატებდით. იმიტომ, რომ სოხუმთან 8000 კაცი იდგა, თავისი ტექნიკით და ყველა შესაძლებლობით და 20000 კაცი მოდიოდა ოჩამჩირიდან და მომდგარი იყო ლამის გულრიფშის რაიონს. მოხდა უბედურება, ვუღალატეთ ერთმანეთს. აი ამან პრინციპში, მე არ მინდა წარმოვიდგინოთ ისე, რომ ვიღაცის ბრალეულობას ვამსუბუქებ - სხვა ქვეყნის, სხვა ძალების, მაგრამ პრინციპში ვერ წარმოვიდგინე თუ ამ დონის, ამ მასშტაბის ღალატი იქნებოდა შესაძლებელი სოხუმში და აფხაზეთში. მე მჯეროდა, დავიჯერე, რომ ჩვენ ყველანი გავერთიანდით მაშინ, ყველანი, ექსპრეზიდენტის მომხრეებიც, ქობალიაც, სხვებიც და სხვებიც. დავიჯერე ეს ამბავი და ვერ წარმოვიდგინე, რომ ჩვენ შეგვეძლო ასეთ დიდ ღალატზე წავსულიყავით. აი ამიტომაც უბრალოდ ჭეშმარიტების დადგენისათვის. მე ხაზს ვუსვამ ამ ფაქტს. დანარჩენი, როგორც მოგახსენეთ, მოდით და კარგად გავიაზროთ. როცა ვამბობთ, რომ "სნგ"-ში არ უნდა შევიდეთ, მე მგონი ბატონმა ზურაბ ჟვანიამ თქვა, რა მოხდება, რომ არ შევიდეთ. ამის განხილვა ძალიან შორს წაგვიყვანს. მე კიდევ ვიმეორებ, კარგად გავიაზროთ დღევანდელი ჩვენი მდგომარეობა და ჩვენი მდგომარეობა მომავალშიც. ამიტომ ჩვენ მდგომარეობაში მყოფ ხალხს, ერს, ქვეყანას და სახელმწიფოს არა აქვს უფლება უარი თქვას თუნდაც პატარა შანსზე, რომელიც იხსნება, რომელიც გვეძლევა განგებისა და ბუნების მიერ იმისათვის, რომ თავი გადავირჩინოთ. მე მინდა გთხოვოთ თქვენ შეხვდეთ გაგებით იმ არგუმენტებს, რომლებიც მე შემოგთავაზეთ ჩემს პატარა ცნობაში, რომელიც თქვენ დაგეგზავნათ და იმასაც, რაც მე მოგახსენეთ. გმადლობთ. თავმჯდომარე. ფრაქცია "თანხმობა" შემოდის წინადადებით: იმის გამო, რომ ხანგრძლივ დებატებს არავითარი შედეგი არ გამოუღია, ამას მთლად ვერ დავეთანხმებით, არც ერთ დეპუტატს არ შეუცვლია პოზიცია, მიზანშეწონილად მიგვაჩნია კამათის შეწყვეტა. გამოსვლის მსურველმა დეპუტატებმა გამოსვლის ტექსტები გადასცენ აპარატს და ეს ტექსტები გამოქვეყნდეს პრესაში. ბატონებო, რეგლამენტის მიხედვით ასეა. კამათში კიდევ 32 კაცია ჩაწერილი. მთელი წელიწადი ვკამათობდით ჩვენ ამ საკითხზე, არის შემოსული წინადადება და ვუყაროთ კენჭი, თუ არ იქნება პარლამენტი მომხრე, მაშინ შემდეგ გავაგრძელებთ კამათს. (ხმაური დარბაზში). მოვემზადოთ კენჭისყრისათვის. (კამათი დარბაზში). ვინ არის მომხრე, რომ შეწყდეს კამათი? (ხმაური დარბაზში). გთხოვთ ჩავრთოთ. ნუ ყვირიხართ, დამშვიდდით. მიმდინარეობს კენჭისყრა. სხვათა შორის ბევრი განაწყენებული მყავს უმრავლესობიდან, ბევრი დარჩა გამომსვლელი და ბოდიშს გიხდით. (კამათი დარბაზში). ბატონო ვანო, არაფერი არ დამირღვევია, გარწმუნებთ. ახლა მოვემზადოთ კენჭისყრისათვის, ფრაქცია "თანხმობა" აყენებს წინადადებას... (ხმაური დარბაზში). ...აყენებს წინადადებას, რომ სახელობითი იყოს. მოვემზადოთ კენჭისყრისათვის, რომ სახელობითი იყოს. (ცხარე კამათი დარბაზში). ვინ არის მომხრე, რომ სახელობითი იყოს კენჭისყრა? თ. ჩხეიძე. პარტიებს არ მიეცით სიტყვა, რა უფლება გაქვთ. თავმჯდომარე. თითქმის ყველას მივეცით. თ.ჩხეიძე. აი მთელი მსოფლიო გაიგებს ამას. თავმჯდომარე. მთელი მსოფლიო უყურებს ამას. თ.ჩხეიძე. ბოლშევიკებო - აი ესა ხართ თქვენ. ხმა დარბაზიდან. ხომ არ გამოსულა, ბატონო ვახტანგ. ლ.შაკიაშვილი. ფრაქციის წარმომადგენლებს რატომ არ აძლევთ სიტყვას. თავმჯდომარე. ნუ ყვირიხართ. ლ.შაკიაშვილი. როგორ იქცევით, როგორც გამსახურდიას პარლამენტი. თავმჯდომარე. რეგლამენტის მიხედვით. თ.ჩხეიძე. თქვენი მეგობრები გაიგებენ, როგორ მოატყუეთ... გაიგებენ. თავმჯდომარე. მოიცადეთ. ზუსტად 5 წუთი, ოპოზიცია ითხოვს კენჭისყრის წინ, აქვთ ამის უფლება, შესვენება ზუსტად 5 წუთი. ხმა დარბაზიდან. პროცედურასთან დაკავშირებით მომეცით სიტყვა. თავმჯდომარე. რამდენს უნდა მივცე პროცედურასთან... თქვი. მარტო ერთ კაცს ვაძლევ ოპოზიციიდან სიტყვას პროცედურაზე. მე-3. თ.ჟორჟოლიანი. ბატონო ვახტანგ, შესვენებამდე მინდოდა პროცედურის შესახებ მეთქვა რამდენიმე სიტყვა. რადგან პარლამენტმა გადაწყვიტა, რომ კენჭისყრა იყოს, არის ასეთი წინადადება, ჩვენი მხრიდან, რომ ინდივიდუალურად იქნეს ამოკითხული თითო პიროვნება, კი ან არა. თავმჯდომარე. კი ბატონო. თ.ჟორჟოლიანი. ან ბიულეტენებით გავაკეთოთ. თავმჯდომარე. არა, არ უნდა. თ.ჟორჟოლიანი. ნორმალურად გამოიძახეთ სიის მიხედვით და ვუპასუხოთ პირდაპირ. ასე აჯობებს. თავმჯდომარე. შესვენება 5 წუთი. ვ.რჩეულიშვილი. 5 წუთი არის შესვენება. უმრავლესობის არც ერთი წევრი არ გავიდეს დარბაზიდან. 5 წუთში იქნება კენჭისყრა და უმრავლესობის არც ერთი წევრი არ გავიდეს დარბაზიდან. ლ.შაკიაშვილი. მიტინგების დარბევით მიბრძანდებით ამერიკაში, ბატონო ედუარდ. მიტინგების დარბევით მიბრძანდებით კლინტონთან და "სნგ"-ში... ვ.რჩეულიშვილი. გამორთეთ მე-4 მიკროფონი, გამორთეთ. უმრავლესობის არც ერთი წევრი არ... 5 წუთში ვიწყებთ კენჭისყრას. თავმჯდომარე. 5-თი არა, 4 წუთი დარჩა. ვ.რჩეულიშვილი. 4 წუთი დარჩა. თავმჯდომარე. რომ ამოიბეჭდება სია, წაგიკითხავთ, დარბაზიდან არავინ არ გავა და ყველა აჩვენებს თავის საბუთს. შესვენების შემდეგ. სხდომას თავმჯდომარეობს საქართველოს პარლამენტის სპიკერი ვ. გოგუაძე. თავმჯდომარე. გთხოვთ, დაბრძანდეთ. (კამათი დარბაზში). ვ.რჩეულიშვილი. გთხოვთ, დაიკავოთ ადგილები. 6 წუთი გავიდა. ჩართეთ კენჭისყრა, ჩართეთ. თავმჯდომარე. გთხოვთ, მოვემზადოთ. ვ.რჩეულიშვილი. დაიკავეთ ადგილები. თავმჯდომარე. გთხოვთ დაიკავოთ ადგილები. ვ.რჩეულიშვილი. სახელობითი იყოს თუ არა კენჭისყრა? თავმჯდომარე. სახელობითი. გთხოვთ მოემზადოთ კენჭისყრისათვის. პროცედურასთან დაკავშირებით ერთ კაცს ეძლევა სიტყვა, რომელმაც აიღო ტაიმ-აუტი. გთხოვთ ბატონო გია. გ.კობახიძე. ფრაქცია "ეროვნულ-დემოკრატის" სახელით პროცედურასთან დაკავშირებით მინდა გავაკეთო ერთი განცხადება. აქ საკითხი ისმება ისე, რომ დადებითად ვუყაროთ კენჭი თუ უარყოფითად "სნგ"-ს წესდებასთან შეერთებას. მაგრამ იყო კიდევ სხვა წინადადებაც, კერძოდ, მხედველობაში მაქვს ქალბატონ ირინა სარიშვილის მიერ შემოტანილი წინადადება. საქმე ეხებოდა შემდეგს, რომ კენჭისყრის საკითხი გადაგვედო შემდგომისათვის. ჩვენი წინადადებაა, ხომ არ აჯობებს გადავდოთ კენჭისყრა შემდეგისათვის, პირველ რიგში ამას ვუყაროთ კენჭი. მეორე საკითხი. ქალბატონმა ირინა სარიშვილმა გააკეთა განცხადება მისი პარლამენტში მუშობის კანონიერებასთან დაკავშირებით. ეს ლიტონი სიტყვები რომ არ არის, ამას უერთდება ჩვენი ფრაქციაც და ქალბატონი ირინე გადადგამს ამ ნაბიჯს, რომ გავიდეს პარლამენტის შემადგენლობიდან დღესვე, თუ... თავმჯდომარე. არა. (ხმაური დარბაზში). გ.კობახიძე. ეს არ არის კანონის დაცვა. მე მაშინ ცალ-ცალკე ჩავთვლი იმ პირებს, რომლებსაც არა აქვთ უფლება შეითავსონ ეს თანამდებობა და მათ თვალი-თვალში გამისწორონ და აღიარონ როგორ გრძნობენ თავს,... თავმჯდომარე. გასაგებია. გ.კობახიძე. რამდენად სინდისიერად გრძნობენ თავს, რომ მონაწილეობა მიიღონ ამ კენჭისყრაში. თავმჯდომარე. მოვემზადოთ კენჭისყრისათვის. გ.კობახიძე. ბატონო ვახტანგ, საერთოდ გრცხვენოდეთ ყველაფრისათვის. იმიტომ, რომ მაწყვეტინებთ სიტყვას. თავმჯდომარე. ეს ვნახოთ, ვის უნდა რცხვენოდეს ამის... მოითმინეთ. ახლა მოვემზადოთ კენჭისყრისათვის. ბატონებო, მე მინდა გავაფრთხილო ყველა. დღეს სხვისი პულტის გამოყენებაზე ზედმეტია ლაპარაკი. ვინც არის მომხრე, მე მგონი სათამაშო აქ არაფერი არ არის და ამიტომ... ჯერ სახელობით კენჭისყრას ჩავატარებთ და მერე ამოვიკითხავთ სიას. ყველანაირად შეჯერებულია ეს ჩვენი განწყობილება? (ხმაური დარბაზში.) ამიტომ გთხოვთ, ვინ არის მომხრე, რომ სახელობითი იყოს კენჭისყრა. ხმა დარბაზიდან. რეგისტრაცია. თავმჯდომარე. რეგისტრაცია გავლილია. გთხოვთ მოემზადოთ კენჭისყრისათვის. ვ.რჩეულიშვილი. ჩართეთ. თავმჯდომარე. ჩავრთოთ. მე მგონი ოპოზიციაც თანახმა არის. ვ.რჩეულიშვილი. მიმდინარეობს კენჭისყრა. თავმჯდომარე. მიმდინარეობს კენჭისყრა. (კამათი დარბაზში). თავმჯდომარე. სახელობითი რომ იქნება, შემდეგ ამოვიკითხავთ სიას. ვ.რჩეულიშვილი. ინდივიდუალურად, გვარებით ამოვიკითხავთ. (ხმა დარბაზიდან). ვ.რჩეულიშვილი. ვიცით, ვიცით, რომ გავიდა, დამთავრდეს ბარემ. თავმჯდომარე. ბატონო დეპუტატებო, ვინ არის მომხრე შეუერთდეს საქართველო თანამეგობრობის წესდებას. (ხმაური დარბაზში). სიას წავიკითხავთ თქვენი თანდასწრებით. გთხოვთ მოემზადოთ კენჭისყრისათვის. (ყვირილი დარბაზში). ვ.რჩეულიშვილი. ჩართეთ, ჩართეთ. (ხმა დარბაზიდან). თავმჯდომარე. მოემზადეთ. (ყვირილი დარბაზში). თავმჯდომარე. ნუ ყვირიხართ. ვ.რჩეულიშვილი. ჩართეთ, კაცო. მიმდინარეობს... თავმჯდომარე. მიმდინარეობს კენჭისყრა. (საშინელი ყვირილი დარბაზში). წესიერად მოიქეცით. (ცხარე კამათი დარბაზში. ხმა - დამისაბუთეთ რომ 2/3-დით არ უნდა მივიღოთ). არც ერთი რატიფიკაცია ჩვენ არ გაგვიკეთებია 2/3-დით. ხმა დარბაზიდან. როგორც გინდოდათ, ხალხი დაიშლება. თავმჯდომარე. არ დაიშლება. ვაფრთხილებ ყველა დეპუტატს, არავინ არ წავიდეს. ღმერთმა დაგვიფაროს ისეთი მომხრე, რომ იმის ეშინოდეს, რა ჰქვია... (ხმა დარბაზიდან). ვ.რჩეულიშვილი. დათო, დავითვალოთ სათითაოდ. ხმა დარბაზიდან. გააჩერეთ კენჭისყრა. ვ.რჩეულიშვილი. არ გავაჩერებ. (ცხარე კამათი დარბაზში). არ გამორთოთ არაფერი. თუკი ეჭვი გეპარებათ, სიას წავიკითხავთ. (ხმა დარბაზიდან). თავმჯდომარე. 2/3-ით არასდროს არ ყოფილა რატიფიკაცია და ტყუილად ნუ იგონებთ ველოსიპედს. ვ.რჩეულიშვილი. რატიფიკაცია არც ერთი არ ყოფილა 2/3-ით. (ხმაური დარბაზში). ხმა დარბაზიდან. ვერ მოვასწარით. ვ.რჩეულიშვილი. რა ვქნათ, რომ ვერ მოასწარით. თავმჯდომარე. რატიფიკაცია მიღებულია. (ყვირილი დარბაზში). თავმჯდომარე. ნუ ყვირიხართ. (დარბაზში ცხარე კამათი). ვ.რჩეულიშვილი. სია ამობეჭდეთ. თავმჯდომარე. ბატონებო, ბატონ ედუარდს გამორჩა და არ მიუცია ხმა, სახელობითი რადგან არის, მივუმატოთ. ვ.რჩეულიშვილი. მიუმატეთ. (ყვირილი დარბაზში). ხმა დარბაზიდან. არ მიგვიღია ჩვენ. ვ.რჩეულიშვილი. თუ გნებავთ, რომ წავიკითხოთ სიები, გვაცალეთ, თუ არა და დავიშლებით. (ყვირილი დარბაზში). თავმჯდომარე. თქვენ ხომ ყველამ კარგად იცით, რომ ყველა აქ არის, ნუ, მოიცათ კაცო,... რ.ბერიძე. სიას მე წავიკითხავ. ვ.რჩეულიშვილი. რატომ, არ გვენდობით, ქალბატონო რუსუდან? თავმჯდომარე. ქალბატონი რუსუდანი წაიკითხავს. არ გავიდეს არავინ. ვ.რჩეულიშვილი. რაშია საქმე, კაცო. თავმჯდომარე. მართლა ბანდიტები არიან. ვ.რჩეულიშვილი. რაშია საქმე, რა, ჩხუბზე გადავიდეთ, კაცო? თავმჯდომარე. აბა, ჭკუით იყავით ცოტა. რა მოგივიდათ, რატომ დაკარგეთ ყველაფერი. რ.ბერიძე. ბატონებო, ძალიან გთხოვთ... ვ.რჩეულიშვილი. დებოშს მორჩით. რ.ბერიძე. ბატონებო დაბრძანდით, წავიკითხოთ სია. (ხმა დარბაზიდან). ვ.რჩეულიშვილი. ჩემი აზრით, შენნაირი დებილი საერთოდ არ უნდა შემოვიდეს პარლამენტში. თავმჯდომარე. მოიცათ, არ გინდათ. მოიცათ, რა. რ.ბერიძე. ბატონებო, პირველ რიგში მოწვეულ სტუმრებს ვთხოვ დასხდეთ ადგილებზე, დაბრძანდით და შევამოწმოთ სიის მიხედვით, ვინც ხმა მისცა, არის თუ არა ადგილზე. ძალიან გთხოვთ ამოვიკითხოთ სია და ვის გვარსაც ამოვიკითხავ, გთხოვთ დაადასტუროთ თქვენი აქ ყოფნა. გთხოვთ სიჩუმეს. ვკითხულობ სიას, "სნგ"-ში შესვლის მომხრეებისას, გთხოვთ ყურადღებას. აბალაკი გივი აბესაძე ინგუშა ადამია რევაზი ადამია ჯემალი ალექსანიანი ფერდინანდი ამირეჯიბი მზეჭაბუკ ბერიანიძე შალვა ბერიძე ჯემალი ბრეგაძე აკაკი გაზდელიანი თენგიზი გამყრელიძე თამაზი გაჩეჩილაძე გიორგი ანდრიაძე ირაკლი არველაძე ტახირ ასათიანი ვალერიანი ახმეტელი გიორგი აჯიაშვილი სიმონი ბალაშვილი ვლადიმერი ბარამიძე გიორგი ბაშალეიშვილი დავითი ბახტაძე დემური ენუქიძე ზაზა ველიჯანაშვილი გოდერძი ზუგბაია ოთარი თირქია ლედი თუმანიშვილი გრიგოლი იაკობიძე ვაჟა იორამაშვილი გივი კალანდაძე თენგიზი კალანდია გენო კალაძე რობიზონი კეკელია შალვა კვარაცხელია ვალერი კიკნაძე გიორგი კირთაძე ნესტან კობაიძე ალექსი კობერიძე ნუგზარი კოპალეიშვილი თეიმურაზი კოხია ოთარი კოხრეიძე ნოდარი კურტანიძე ჯუმბერი ლითანიშვილი ოთარი ოთარაშვილი ვაჟა ორჯონიკიძე იზა პაიჭაძე დავითი პატიაშვილი ჯუმბერი ჟვანია ზურაბი ჟორჟოლიანი გია რივკინი მარკი რუხაძე სერგო გელაძე ავთანდილი გელაძე ვაჟა გეწაძე გურამი გვერდწითელი მიხეილი გიგინეიშვილი მანანა გოგუაძე ვახტანგი დევდარიანი ნანა დოლმაზაშვილი ავთანდილი ელოშვილი ომარი ლობჟანიძე გივი ლომინაძე გივი ლომსაძე ბორისი ლორთქიფანიძე გიგა ლორთქიფანიძე ვიქტორი ლორთქიფანიძე როზა მამალაძე ლევანი მამრაძე პეტრე მამულია გურამი მანძულაშვილი მიხეილი მარშანია ადა მახალდიანი სოსო გელაშვილი თეიმურაზი მეგუთნიშვილი სოსო მიმინოშვილი რომანი მუსელიანი ვახტანგი მუჩაიძე გურამი მჭედლიძე მიხეილი ნადარაია ნუგზარი ნათელაშვილი შალვა ნაკაშიძე ბადრი რჩეულიშვილი ვახტანგი სნხჩიანი ჟორა უსტიაშვილი გურამი ფენდერავა არჩილი ქარცივაძე ნოდარი (ხმა დარბაზიდან: ნელა წაიკითხეთ). თავმჯდომარე. აქ არის ყველა, კაცო. რ.ბერიძე. ქაშაკაშვილი ამირანი ქველაძე ზურაბი ქვლივიძე გელა ღარიბაშვილი ქართლოსი ღოღობერიძე ლანა ყოლბაია ვახტანგი შაიშმელაშვილი გიორგი შაკიაშვილი ლუიზა - ნამდვილად ხმას არ მისცემდა... ლ.შაკიაშვილი. მაგ სიაში ვარ მეე?! რ.ბერიძე. დიახ. (ხმაური). თავმჯდომარე. არ არის ეგ პრობლემა. რ.ბერიძე. შენგელაია ელდარ. ვ.რჩეულიშვილი. ე.ი. არასწორად დააჭირე შენ თვითონ პულტს ხელი. რათ გინდა ეს. თავმჯდომარე. ამოღებული იქნეს სიიდან. არ არის ეს პრობლემა. რ.ბერიძე. შენგელაია ელდარი ჩარკვიანი ჯანსუღი კობერიძე ნუგზარი სად არის ბატონი ნუგზარ კობერიძე? ვ.რჩეულიშვილი. კარგით. რ.ბერიძე. ნუგზარ კობერიძე სად ბრძანდება? ვ.რჩეულიშვილი. კარგით. ნუ, აღვნიშნოთ, ნუგზარ კობერიძე არ ბრძანდება, მერე. რ.ბერიძე. სად არის ნუგზარ კობერიძე? ვ.რჩეულიშვილი. არ არის ნუგზარ კობერიძე, აღნიშნეთ მერე, კაცო. რ.ბერიძე. ქალბატონი ადა მარშანია სად არის? ვ.რჩეულიშვილი. ჩავიკითხოთ ბოლომდე, ბოლომდე. (ხმაური დარბაზში). თავმჯდომარე. ქალბატონ ლუიზა შაკიაშვილზე გასწორდა, ეს მექანიკური შეცდომა არის და გადაყვანილია წინააღმდეგში. რ.ბერიძე. ბატონებო, დარბაზში არ არიან ადა მარშანია და ნუგზარ კობერიძე. არიან? კობერიძე სად არის? ლ.შაკიაშვილი. როგორ მოვხვდი მაგ სიაში? თავმჯდომარე. მე არ ვიცი. ვ.რჩეულიშვილი. ყველა ხომ აქ არის, რა გინდა. თავმჯდომარე. რათ გინდათ ამ მექანიკურ რაღაცაზე, რა, ჩვენ შევიტანდით, თუ რა? (კამათი დარბაზში). ვ.რჩეულიშვილი. თქვენ თუ გაინტერესებთ, გავაგრძელებთ. აი, გამორჩენილი არის სიიდან ბატონი როსტომ დოლიძე. თავმჯდომარე. მე-3 მიკროფონი. ხმა დარბაზიდან. დღევანდელი გადაწყვეტილება უკანონოა. უკანონოა, ამას სჭირდებოდა 2/3, ფალსიფიცირებულია კენჭისყრა, ამას გარდა შეიძლება გარშემორტყმულია ავტომატიანი ხელხით. თავმჯდომარე. კი, კაცო. ხმა დარბაზიდან. შიგნით უშიშროების და მილიციის ხალხია. ამიტომ ეს კენჭისყრა არის უკანონო, უკანონო. (დარბაზში სტვენაა). ვ.რჩეულიშვილი. სხდომა თქვენ სახალხო ფრონტის დარბაზში არ გეგონოთ. სახალხო ფრონტში ილაპარაკეთ ეგრე. თავმჯდომარე. სხდომა დამთავრებულია. ვ.რჩეულიშვილი. როსტომ დოლიძე დააფიქსირეთ. რ.დოლიძე. ხომ მივეცი დადებითი და არა ვარ სიაში. ვ.რჩეულიშვილი. როსტომ დოლიძე დაემატოს და შაკიაშვილი გამოაკლდეს. ხმა დარბაზიდან. აფერისტებო. რ.ბერიძე. ბატონებო, წავიკითხოთ ბოლომდე სია, მომხრეების და მოწინააღმდეგეების. გთხოვთ ყურადღებას. ჩარქსელიანი ანზორი ჩიტლოვი დიმიტრი ჩხენკელი მიხეილი ციციშვილი ჯიმშერი ციხელაშვილი ტარიელი ციხისთავი გია წერეთელი ზურაბი ჭელიძე ივერი ხარატიშვილი იოსები ხაჭაპურიძე ვაჟა ცივაძე დავითი ცინდელიანი ლია ცინცაძე თამაზი წითლანაძე გიორგი წიკლაური მევლუდი წოწონავა ანზორი ჭეიშვილი რევაზი ხვედელიძე გივი ხიზანიშვილი რამაზი ხუციშვილი ომარი ჯაფარიძე რევაზი ჯიბლაძე ალექსანდრე ჯეირანაშვილი ნიაზი რ.დოლიძე. მიამატეთ როსტომ დოლიძე. თავმჯდომარე. როსტომ დოლიძე გამორჩენილია. რ.ბერიძე. როსტომ დოლიძე ემატება. მოწინააღმდეგეთა სია. ვ.რჩეულიშვილი. არ გვაინტერესებს. ე.შევარდნაძე. ქალბატონო რუსუდან... რ.ბერიძე. ადამია ვაჟა ასათიანი აკაკი... ე.შევარდნაძე. გააჩერეთ ერთი წუთით. ერთი წუთით. იქონიეთ მხედველობაში, უნდა დაემატოს დოლიძე და შევარდნაძე. გამორჩენილია ორი კაცი. რ.ბერიძე. კი, ბატონო. ვ.რჩეულიშვილი. რამდენი გამოდის, ქალბატონო რუსუდან, სულ? ე.შევარდნაძე. 3 კაცია გამოტოვებული დოლიძე, შევარდნაძე და... რ.ბერიძე. 124 კაცია სულ. ვ.რჩეულიშვილი. 124 მომხრეა. რ.ბერიძე. მოწინააღმდეგეების სია რადიოთი გადაიცემა, გთხოვთ ყურადღებას. ადამია ვაჟა ასათიანი აკაკი კობახიძე გიორგი კოვზირიძე დავითი ბასილია თეიმურაზი ბერიძე რუსუდანი ბობოხიძე აკაკი ბუზალაძე ვასილი უგულავა ალექსანდრე დვალიშვილი მალხაზი დიასამიძე თამაზი დიხამინჯია თენგიზი კახაძე კახაბერი კიკაბიძე კობა პაატაშვილი თედო ჟორჟოლიანი თეიმურაზი ჟორჟოლიანი თეიმურაზი (მეორე) როგავა გაიოზი სარიშვილი ირინა საყვარელიძე ფრიდონი ურიდია მერაბი ფაღავა ასლანი ფაჩუაშვილი ბესარიონი ფაცაცია გერმანე ყორანაშვილი გურამი მელია გურამი შენგელაია ირაკლი შენგელაია ზურაბი ჩხეიძე თამარი ჩხეიძე პაატა ცუცხვაშვილი გია ძაბირაძე ვახტანგი ძაგნიძე შოთა წულაია გიორგი ხავთასი გია ხმალაძე ვახტანგი ხურციძე ბეჟანი სუმბათაშვილი თემური წერეთელი ირაკლი ხომერიკი ვასილი ასათიანი ვახტანგი ვეფხვაძე ნოდარი გონაშვილი კორძაძე გაიოზი კოღუაშვილი პაატა კუპრავა რაული კუპრეიშვილი დავითი მელაშვილი ირაკლი მესხი ლევანი ნათაძე ნოდარი ნანეიშვილი მიხეილი ნიკოლაიშვილი გელა ობგაძე თამაზი ჩახვაძე გურამი ბერძენიშვილი დათო ნადარაია ამირან ქადაგიძე დათო შაკიაშვილი ლუიზა მეტრეველი მერაბი ხაინდრავა ივლიანე ხიდაშელი გიორგი ანდრიაძე ზურაბი სიგუა თენგიზი. ვ. რჩეულიშვილი. სუმბათაშვილი აქ არ არის, მაგრამ ხმა მისცა. რ. ბერიძე. ბერიძე კოტე. თავი შეიკავეს: ბარამიძე მალხაზი, გვაზავა ელგუჯა, იოსელიანი არჩილი, ჯიქია ალექსანდრე. ლოლაძე ანდრო მოწინააღმდეგეებში არ არის და ემატება. გთხოვთ, ყველამ ჩამაწერინოთ, ვინც არ იყავით სიაში. ვ. რჩეულიშვილი. ქალბატონო რუსუდან, სუმბათაშვილი არ არის და ვერ ჩათვლით წინააღმდეგობაში და, საერთოდ, ვინც არ მიიღო მონაწილეობა, ნუ უმატებთ ნურც ერთ სიაში. რაც შეეხება ხუთშაბათის სხდომას, მოგახსენებთ ოფიციალურად არის დედის დღე, ოფიციალურად დასვენების დღეა ე. ი. დავისვენოთ შემდეგ სამშაბათამდე. სხდომა შედგება შემდეგ სამშაბათს. დასწრება აუცილებელია, როგორც დღეს. (ხმაური დარბაზში)
(c) გაზეთი "საქართველო"
2003 წელი მოგვწერეთ opentext@flashmail.com |